ქალები და სპორტი
02 აპრილი, 2015
ქალები და სპორტი ბეჭდვა FaceBook Twitter
გადაცემაში ვისაუბრებთ სპორტის იმ სახეობებზე, რომელთაც განსაკუთრებული ძალა სჭირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალებისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს დაბრკოლებას და ირჩევენ სპორტის მსგავს სახეობებს. ჩვენ მხოლოდ ორ მათგანზე, კერძოდ, რაგბისა და ბოდიბილდინგზე ვისაუბრებთ.

ალბათ, ყველას გაინტერესებთ, როდის ჩამოყალიბდა ქართველ ქალთა რაგბი, რამდენადაა განვითარებული იგი საქართველოში და ზოგადად, რას ფიქრობენ ქართველი რაგბისტები სპორტის ამ სახეობაზე? ამ ყველაფერს კი ჩვენს გადაცემაში მოისმენთ.

ქალთა რაგბის ისტორია საქართველოში 2007 წლიდან იწყება, ეს ის პერიოდია, როცა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურაბ დუგლაძემ ქალთა რაგბის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მაშინ არც სტადიონები იყო გაკეთებული და არც კომფორტული პირობები იმისთვის, რომ ამ სპორტით ქალბატონებიც დაინტერესებულიყვნენ, თუმცა, რაგბის სიყვარულმა მაინც გააერთიანა რამდენიმე გოგონა საერთო მიზნით – საფუძველი ჩაეყარათ ქალთა რაგბისთვის.

რაც შეეხება ბოდიბილდინგს, როგორც პროფესიონალური სპორტი მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. იგი მიზნად ისახავს სხეულის კუნთების მიზანმიმართულ გადიდებას და გაძლიერებას.

ქართველ ქალ ბოდიბილდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ია უძილაური. მან 2014 წელს ბოდიბილდერთა საერთაშორისო შეჯიბრში გაიმარჯვა, რომელიც ესპანეთში ბარსელონაში გაიმართა.

მოისმინეთ ჩვენი ინტერვიუები რაგბისტ და ბოდიბილდერ ქალბატონებთან.




გადაცემაზე მუშაობდნენ „წიგნის მეგობრების“ ახალგაზრდები: ნინო ივანიშვილი, ელენე ტურაშვილი, ნინო გეგენავა, კახი მალანია, ნიკა ბუსქანძე, ნინო ტაბაღუა. ჯგუფს „თავისუფალი ასოციაციიდან “ მარიამ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE