ახალგაზრდები და სოფელი
04 ივლისი, 2015
ახალგაზრდები და სოფელი ბეჭდვა FaceBook Twitter
ქართული სოფლების დაცარიელება გრძელდება, ახალგაზრდები სახლ-კარს მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად სტუმრობენ. მოსახლეობა სოფლის დაცარიელების ძირითად მიზეზად სხვადასხვა სოციალურ პრობლემას ასახელებს, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტების არ არსებობას, ასევე, კულტურული ცენტრების გაუმართაობას, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტურობას, სამუშაო ადგილების სიმცირეს.

ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელს ვესტუმრეთ და ადგილობრივებს გავესაუბრეთ, ახალგაზრდებს, ძველი თაობის წარმომადგენლებს. გავარკვიეთ, რა დაწესებულებები ფუნქციონირებს სოფელში. ასევე, შევხვდით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, მარინა დარახველიძესა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მცხეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნიკოლოზ კიკნაველიძეს.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული სოფლები არ დაცარიელდეს?

გვისმინეთ 6 ივლისს, საღამოს, 21:00 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: მაკო დარსალია, ანა გიუნაშვილი, მარი მაჭარაშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE