ანონსი
საქველმოქმედო კონცერტი
23 ოქტომბერი, 2014
24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის ინიციატივით, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაერიცხებათ.
საქველმოქმედო კონცერტი სამედიცინო უნივერსიტეტში
21 ოქტომბერი, 2014
24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაერიცხებათ.
ახალი ლაბორატორია პროფესიულ კოლეჯში
21 ოქტომბერი, 2014
22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიას გახსნის, სადაც მოხდება როგორც პრაქტიკული მეცადინეობა, ისე ჩატარდება თეორიული კურსები.
"ქალების ხმა"
20 ოქტომბერი, 2014
21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი "ქალების ხმა" გაიმართება.
სტუ-ში მეცნიერთა შეხვედრას თამარ სანიკიძე გახსნის
20 ოქტომბერი, 2014
21 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია „CERN”-ის მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გახსნის.
სერგი კაპანაძის საჯარო ლექცია
16 ოქტომბერი, 2014
18 ოქტომბერს 17:00 საათზე "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით, "ახალგაზრდული ამბასადორიალი 2014-ის" ფარგლებში,    საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის საჯარო ლექცია ჩატარდება.






Carpet Cleaning Calgary