სტუდენტური მოძრაობა სისტემური ცვლილებებისთვის
12 აპრილი, 2016
სტუდენტური მოძრაობა სისტემური ცვლილებებისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
15 აპრილს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციაში დისკუსია თემაზე: „სტუდენტური მოძრაობა სისტემური ცვლილებებისთვის“ გაიმართება.

ახალგაზრდობა საზოგადოების სარკეა. ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ზუსტად რეაგირებს არსებულ სისტემურ უსამართლობაზე. რა ზეგავლენა აქვს სტუდენტურ მოძრაობას უნივერსიტეტის შიდა აკადემიურ პროცესებზე, რა როლს თამაშობს იგი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში? როგორია საერთაშორისო და ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გამოცდილება ამ კუთხით?

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და რეგიონების უნივერისტეტების წარმომადგენლები.