"ვარდავარი": სახალხო-რელიგიური დღესასწაული ახალციხეში
18 ივლისი, 2021
"ვარდავარი": სახალხო-რელიგიური დღესასწაული ახალციხეში ბეჭდვა FaceBook Twitter
"ვარდავარს" ახალციხეში სომხური თემი ყოველწლიურად ზეიმობს. დღესასწაული ქრისტიანულ ფერისცვალებას უკავშირდება და მას აღდგომიდან 98-ე დღეს აღნიშნავენ. სხვადასხვა ცნობით, "ვარდავარს" სომხები ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე აღნიშნავდნენ, ის სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის თაყვანისცემას უკავშირდებოდა.

სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად სომხური მოსახლეობისთვის "ვარდავარმა" სახალხო დღესასწაულის ფორმა შეიძინა და უფრო მრავალფეროვან დატვირთვას ატარებს.

ახალციხეში "ვარდავარის" აღნიშვნა ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით იწყება. მორწმუნეები სოფელ ყარათუბნის განაპირას მდებარე სალოცავთან იკრიბებიან, სადაც ეკლესიის წინამძღვარი წირვა-ლოცვას აღავლენს. პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყრის თავს და ისინი დღესასწაულს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. მტრედების გაშვება ერთ-ერთი იმ რიტუალთაგანია, რომელიც "ვარდავარს" უფრო მრავალფეროვან სახალხო დღესასწაულად აქცევს. მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ გაშვებულ მტრედებს თუ თავიანთ კეთილ სურვილებს გაანდობენ, ისინი მათ აუცილებლად აუსრულდებათ.

ვარდავარი

წირვის დასრულების შემდეგ, სალოცავთან შეკრებილები ეკლესიის მიმდებარედ, გაშლილ მდელოზე გადადიან, სადაც ტრადიციული სომხური მუსიკა და ცეკვები სრულდება.

და ბოლოს, ამ დღის მთავარი, დამახასიათებელი რიტუალი წუწაობაა, რომელიც გასულ წლებში ტაძრის ეზოშივე სრულდებოდა, თუმცა, ბოლო წლებში ამ რიტუალმა მხოლოდ სახალხო დანიშნულება შეიძინა და მოწუწავე ადამიანებს ქუჩებში თუ შეხვდებით. წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ.



პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


Every year Armenian community celebrates Vardavar in Akhaltsikhe. The holiday is associated with Christian transfiguration day and is celebrated on the 98th day after Easter. According to various sources, "Vardavar" was celebrated by Armenians even before Christ- it was associated with the worship of the goddess of love and beauty.


In Samtskhe-Javakheti, "Vardavar" has acquired the form of a public holiday for the ethnic Armenian community, and this day now has a more varied meaning for the local population.

In Akhaltsikhe, the celebration of "Vardavar" starts 30 kilometers away from the city. Believers gather at the shrine on the outer place of the village of Karatubani, where the church leader conducts a service. At the same time, a lot of people gather in the surrounding area and celebrate the holiday in different ways. They believe that pigeon launching is one of the rituals that makes "Vardavar" a more diverse public holiday. Believers hope, if they let the pigeons free in the sky, their good wishes will surely be fulfilled.

After the service, those gathered at the shrine move to the open meadow near the church, where traditional Armenian music and dances are performed.

And Finally, the main, characteristic ritual of this day is the water fight , which was performed in the courtyard of the temple previously, however, in recent years this ritual has acquired only a public purpose and you can meet the players only in the streets. Pouring water, believers wish each other health and success.


The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.