უმაღლესი განათლება ცხინვალში
06 ოქტომბერი, 2021
უმაღლესი განათლება ცხინვალში ბეჭდვა FaceBook Twitter
ახლა უკვე სწავლა სირცხვილი აღარაა. ცხინვალი იცვლება. 20-30 წლის წინანდელი სტანდარტების ჩანაცვლების შემდეგ ახალი და თანამედროვე ღირებულებები მკვიდრდება, მათ შორის არის განათლების მიღების პრესტიჟულობა. 90-იანი წლების სამხრეთ ოსეთში, როდესაც ძალა და ფული მართავდა არსებულ მდგომარეობას, სწავლა სირცხვილი იყო, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. ფრიადოსნები სკოლაში გულმოდგინე სწავლისთვის დაცინვის ობიექტები ხშირად ხდებოდნენ. მაშინ ცხოვრების ბატონებად ის ადამიანები ითვლებოდნენ, რომლებსაც ფული ჰქონდათ, არაფრად აგდებდნენ მათ კრიმინალურ წარმოშობას. მოგვიანებით, საქართველოსგან მუდმივი აგრესიის საფრთხის გამო ბიჭები პატარაობიდანვე ოჯახისა და სამშობლოს დაცვისკენ ისწრაფვოდნენ - სწავლა პირველ ადგილას იდგა.

დროთა განმავლობაში განათლების სფეროში მდგომარეობა გამოსწორდა - კარგ განათლებას კერძო სკოლებთან ერთად საჯარო სკოლებიც გვთავაზობენ. უფროს კლასებში მოსწავლეებს რეპეტიტორებსაც ახმარენ. ძირითადი საგნებია - რუსული ენა და ალგებრა, აქტუალურია უცხო ენებიც.

დღეს უკვე სწავლა პრესტიჟულია. ბავშვი ოჯახში ყველაზე დაკავებული ადამიანია. ყველა მცდელობა იმისკენ არის მიმართული, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ უმაღლეს სასწავლებეში ჩააბაროს, სასურველია რუსეთში. საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, ყოველწლიურად იბრძვიან, რომ რუსეთის უნივერსიტეტებში მოხვდნენ.

ყოველ წელს ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად მიდის, უმეტესობა მათგანი უკან აღარ ბრუნდება. ფორმალურად ევალებათ მშობლიურ ადგილს დაუბრუნდნენ - სახელმწიფო მოწყობაში ეხმარებათ, სამხედრო მიმართულებაზე სტიპენდიასაც აძლევენ.

ახალგაზრდა დიპლომირებული სპეციალისტები 5-წლიანი სწავლის შემდეგ უცხო საზოგადოებაში იკარგებიან, სამსახურს იწყებენ, რაღაც დროის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულებმა შეიძლება მუშაობა პროფესიით ვერც კი დაიწყონ. თუმცა, არის მაგალითებიც, როდესაც სამხრეთ ოსეთში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები დაბრუნებულან, ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ეკონომიკა, პოლიტიკა, მედიცინა.

ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა უმაღლესი განათლება. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.