გამოფენა სოხუმში
21 ნოემბერი, 2021
გამოფენა სოხუმში ბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმში, ყოფილ სარკინიგზო სადგურზე "გუმა", ადამურ არშბასა და სანი ტარბას ერთობლივი გამოფენა "მზის შვილები" მოეწყო.

"გუმა" სოხუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობათაგანია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმოქმედოა. საბჭოთა დროს აქ ელექტრომატარებელი სოხუმი-ოჩამჩირე, სოხუმი-ტყვარჩელი, სოხუმი-ზუგდიდი ჩერდებოდა.

დღეს "გუმა" კულტურული სივრცეა და სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება, მათ შორის გამოფენებიც.

My Page

მხატვრებმა საკუთარი შემოქმედება დამთვალიერებელს წარუდგინეს. ნამუშევრები აბსტრაქციონიზმისა და ექსპრესიონიზმის ჟანრში იყო შესრულებული.

ექსპოზიციას განსაკუთრებულ ელფერს გამვლელი მატარებელი სძენდა.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.