ცხინვალის საახალწლო ტრადიცია
14 იანვარი, 2022
ცხინვალის საახალწლო ტრადიცია ბეჭდვა FaceBook Twitter
ბოლო 20 წელია, რაც სამხრეთ ოსეთში, ყველაზე ლამაზ ნაძვის ხეს ავლენენ. განსაკუთრებით ქალაქის რაიონები აქტიურობენ. აღსანიშნავია, რომ მომზადებისა და მორთვის პროცესში ქალაქის მაცხოვრებლები, ახალგაზრდა კაცები ერთვებიან.
ფულს ყველა რაიონში აგროვებენ. ბიჭები ყველაფერს თავის თავზე იღებენ, ნაძვის ხეს, საახალწლო სათამაშოებსა და განათებას ყიდულობენ.

როგორც წესი, გამარჯვებულს ქალაქის მერია ასახელებდა, რომელსაც შუაღამის შემდეგ კონცერტზე ავლენდა, მაგრამ წელს ტრადიცია დაირღვა. შეიძლება, სწორედ ამ მიზეზით, ბევრმა რაიონმა ნაძვის ხე არ მორთო, მაგრამ ვინც ღონისძიებაში ჩაერთო, არ უნანია.

საახალწლო ცხინვალი

საახალწლო ტრადიცია ბავშვებსა და ქალაქის მაცხოვრებლებს დიდ სიხარულს ანიჭებს, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ბიჭებს გაცილებით კარგი გემოვნება აქვთ და უფრო მეტ შემოქმედებითობას ავლენენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.