ვარდა ავეტისიანის წარმატების ამბავი
21 თებერვალი, 2022
ვარდა ავეტისიანის წარმატების ამბავი ბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა ქალთან შეხვედრისას ვერასდროს იფიქრებთ, რომ მისი განვლილი ცხოვრება უდარდელი არ ყოფილა. 10 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და დღემდე მისი ცხოვრება სირთულეებითაა სავსე.
ვარდა ავეტისიანი რესტორანში სხვადასხვა დროს მიმტანად, დამლაგებლად და ადმინისტრატორად მუშაობდა. 19 წლის ასაკში მშობლიური ერევნიდან აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა. ძალიან მალე ჩიკაგოში რესტორნის მენეჯერი გახდა, სახლის საყიდლად და ბავშვებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად დანაზოგი შეაგროვა. საკუთარი რესტორნის გახსნა მისი ოცნება იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვარდა სომხეთში დაბრუნდა.

My web page

ბავშვობიდან სომხური ღუმელის სახეობები აინტერესებდა, რომლებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია აღარ იყენებენ, მომზადების წესი მივიწყებულია. და აი, გამოჩნდა ვარდა ღვინის ბოთლითა და ტკბილეულით, სოფლის მაცხოვრებლებს სტუმრობდა, ყველა იმ კერძის რეცეპტს იწერდა, რომელიც ღუმელში მზადდებოდა.

როგორც კი მომავალი რესტორნის კონცეფცია შეიმუშავეს, სადაც კერძებს ტრადიციულ ღუმელში მოამზადებდნენ, ბიზნესგეგმაც გაჩნდა. თითოეული კერძის სრულყოფას ვარდა ძალიან ბევრ დროს უთმობდა. ბებიებისგან ჩაწერილ რეცეპტებს თანამედროვე ელემენტებს ჰმატებდა, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ვარდას მიერ გახსნილ რესტორნებში მხოლოდ კერძები არ მიგიზიდავთ, არამედ გარემოც, რომელიც სიყვარულითა და მზის სინათლით არის სავსე.

რესტორნები ერევანსა და დილიჟანშია, რომლებსაც როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები და ტურისტებიც სტუმრობენ.