ლეგენდა უსანეთის ტაძარზე
15 მარტი, 2022
ლეგენდა უსანეთის ტაძარზე ბეჭდვა FaceBook Twitter
სამხრეთ ოსეთში ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც ათობით წელია ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. იდუმალი გამოქვაბულები, საუკუნოვანი ციხეები, ნახევრად ჩამონგრეული ტაძარი, მტრისგან აუღებელი კოშკები, მთის ტბები.
დღემდე ხალხის მეხსიერებაში არაერთი საინტერესო გადმოცემა შემორჩა. ცხინვალიდან ლენინგორის რაიონამდე მიმავალი გზატკეცილიდან ზემოთ თუ გადაუხვევთ, უსანეთის ტაძრამდე მიხვალთ. მიხვეულ-მოხვეული გზა მაღლობისკენ მიემართება. აბალახებული გზა მიგანიშნებთ, რომ ეს ადგილი ადგილობრივებმა დიდი ხანია მიატოვეს. ხანდახან აქ ძალების მოსაკრებად ჩერდებიან და წმინდა ადგილების მოსალოცად მოდიან. ლეგენდას ავრცელებენ ტაძრისთვის შეწირული ირმის შესახებ, რომელიც ყოველ წელს უსანეთის სიწმინდის თაყვანისცემის დღეს ტაძართან მიდიოდა.

დღეს კი "მოხალისე" ირმების რქები ტაძრის სარდაფში ინახება. ტრადიცია ადამიანმა დაარღვია. ერთ დღეს სოფლის მაცხოვრებლები დღესასწაულზე შეიკრიბნენ, მსხვერპლად შესაწირი ირემი იგვიანებდა. ლოდინით მოთმინებადაკარგულმა სოფლელებმა ირმის წინააღმდეგ იარაღი აღმართეს და დაგვიანებით მისულს ენა ამოაჭრეს. ეს უკანასკნელი წელი იყო, როცა ირემი ტაძართან მივიდა.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა კულტურული ღირსშესანიშნაობები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.