დასაქმება "ავერსში"
21 ივნისი, 2014
დასაქმება "ავერსში" ბეჭდვა FaceBook Twitter
კომპანია „ავერსის“ შესახებ მისი პიარმენჯერი ლალი ბრეგვაძე საუბრობს: „ავერსი“ დაარსდა 1994 წლის 14 ნოემბერს. დარსების დღიდან კომპანია ეწეოდა ფარმაცევტულ საქმეს, თუმცა, მისი საქმიანობის არეალი წლებთან ერთად გაფართოვდა და ახლა მის სახელს უკავშირდება „ავერსი რაციონალი“ (ფარმაცევტული წარმოება), ავერსის კლინიკა (კლინიკათა ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით), სადაზღვევო კომპანია „ალფა“ (სადაზღვევო საქმე) და საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ (ქველმოქმედება).

ლალი ბრეგვაძის თქმით, მათი კომპანიის წარმატება სწორი მენეჯმენტის წარმოებასა და პროფესიონალი კადრების შერჩევაში მდგომარეობს.

„ავერსის“ პიარმენჯერი იმ უპირატესობებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, „ავერსს“ სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებისგან განარჩევს: პროფესიონალი კადრი, პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ავერსი, რომელიც ყველა გადასახადს იხდის და ბიუჯეტს სოლიდური თანხით ავსებს, კომპანიაში დასაქმებულია 9 000-მდე თანამშრომელი, ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი, ხოლო ქველმოქმედებაში კომპანია წელიწადში მილიონ ლარს ხარჯავს.

რაც შეეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებს: „კომპანიას თითქმის ყოველ წელიწადს აჯილდოვებენ, როგორც ყველაზე ქველმოქმედ კომპანიას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ავერსი“ წელიწადში მილიონ ლარს ხარჯავს სოციალურ პროექტებში. არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სოციალური პროექტები: მრავალშვილიანების პროექტი; საპატრიაქროს პროექტი; ოლიმპიურ კომიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი; მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სადიაგნოსტიკო მომსახურება; მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა; საქველმოქმედო ორგანიზაციების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და მრავალი მსგავსი პროექტები“ - აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ.

კომპანიის პიარმენეჯერის თქმით, წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი არის მონდომება და ახალგაზრდებს ურჩევს: „მოინდომონ, ბევრი იშრომონ და მათ ყველაფერი გამოუვათ. კარიდან რომ არ შეგიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდეთ“.
ლალი ბრეგვაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რატომაც შეიძლება ახლგაზრდებს მოუნდეთ მათთან დასაქმება: „ავერსი“ არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც 9 000–მდე თანამშრომელი მუშაობს და ყველას ერთმანეთი ძალიან უყვარს. კარგ თანამშრომელს კი სათანადოდ აფასებენ. კარგი თანამშრომელი ყოველ წელიწადს დადის საქმიან მივლინებაში საზღვარგარეთ; გეგმის შესრულების შემთხვევაში თანამშრომელი იღებს დამატებით ანაზღაურებას; დაქორწინების ან გათხოვების შემთხვევაში თანამშრომელი იღებს პრემიას, პრემიას იღებს არა მხოლოდ თანამშრომელი, არამედ მთელი განყოფილება სადაც ის მუშაობს; შვილის შეძენის შემთხვევაშიც იმავენაირად ხდება დამატებითი პრემიის გაცემა; კარგ, ერთგულ და მონდომებულ თანამშრომლებს სტაჟირებაზე აგზავნიან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ“.