ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტში
14 მარტი, 2014
ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტში ბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აბიტურიენტებისათვის.


შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ პასუხები მათთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე. 

შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ თემებზე: რა სიახლეებს სთავაზობს კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს? რა პრიორიტეტები აქვს ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ტურიზმის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლებს? როგორ ხდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება? როგორია სტატისტიკა? – ამ კითხვებზე პასუხი დასაქმებისა და კურსდამთავრებულთა სამსახურის უფროსმა ხატია ჯიქიამ უპასუხა.

მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ მიაწოდა.

აბიტურიენტმა ლიზი მეტრეველმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: ,,ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, მქონდა რამდენიმე კითხვა, რაზეც ამომწურავი პასუხი მივიღე. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომელ უნივერსიტეტზე შევაჩერებ ჩემს არჩევანს".