ნიკა მელია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
12 მაისი, 2014
  ნიკა მელია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს   შეხვდა   ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნიკა მელიამ სტუდენტებს განსახორციელებელი პროექტები გააცნო. მისი განცხადებით: "სტუდენტები იქნებიან პრიორიტეტულნი ჩემი პროგრამის ფარგლებში". როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა: ის გეგმავს მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების დანერგვას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ცოდნა პრაქტიკით გაამყარონ. მან ასევე ისაუბრა პროგრამაზე - "კომფორტული ქალაქი ფეხით მოსიარულეთათვის". ნიკა მელია აპირებს საზოგადოებრივი ჯგუფების გარკვეული ნაწილის, მაგალითად, როგორებიც არიან სტუდენტები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. მგზავრობის ტარიფის განულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სტუდენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას იხდის უკვე შეღავათგაკეთებულ 20 თეთრს, შემდეგში უფასოდ შეძლებს მგზავრობას. 

სტუდენტ ანა ლობჯანიძის თქმით, "მე, როგორც სტუდენტს, მიხარია, რომ ეს ყველაფერია პრიორიტეტული, თუმცა მიიჩნევ, რომ სხვა არანაკლებ პრიორიტეტული საკითხებიც არსებობს".

როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამთა კირთაძემ აღნიშნა: "თუკი ეს პროგრამა მართლაც განხორციელდება და არ იქნება წინასაარჩევნო ტყუილი, ძალიან კარგი იქნება, რადგან პრაქტიკა აუცილებელია".