„მარკეტინგი და რეკლამები“ - რჩევები გიორგი პოპიაშვილისაგან
23 მაისი, 2014
          „მარკეტინგი და რეკლამები“ -  რჩევები გიორგი პოპიაშვილისაგან ბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა გიორგი პოპიაშვილთან, რომელიც არის "JWT METRO"-ს კრეატივ დირექტორი, კანის სარეკლამო ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, "Miami AD School Europe"-ის (ბერლინი) ლექტორი და საქართველოს სარეკლამო სფეროს განვითარების ასოციაციის წევრი.

გიორგი პოპიაშვილი სტუდენტებს ესაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, მარკეტინგსა და რეკლამებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ იწერება ახალი პროექტები საქართველოსა თუ სხვადასხვა ქვეყნაში.

"როდესაც პრობლემის დეფინიცია ხდება კომპანიის შიგნით, შემდგომში ეს კომპანია უკავშირდება სარეკლამო სააგენტოს იმ იმედით, რომ სააგენტო იპოვის გარკვეულ გამოსავალს მდგომარეობიდან. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც კლიენტმა არ იცის, რა უნდა მას, უბრალოდ აწუხებს ის, რომ კონკრეტული პროდუქტი არ იყიდება, ან ხალხს აქვს ცუდი აღქმა, მაგრამ ხშირად კლიენტმა არ იცის კონკრეტულად რაშია მისი პრობლემა, ამიტომ აუცილებელია პირველი ეტაპის გავლა, როდესაც სააგენტო და კლიენტი ერთად განიხილავენ პრობლემას. შემდეგ აუცილებელია სტრატეგია, მის გარეშე ნებისმიერი კონცეფცის გენერირება არის გაურკვეველი მიმართულებით ნასროლი ისარი. სტრატეგიის შემდეგ ხდება შემოქმედებითი კონცეფციის განსაზღვრა ანუ "CREATIVEBRIEF". ამ პროცესში ჩართული არიან უკვე არტდირექტორები, რომლებიც ვიზუალურ გაფორმებაზე ზრუნავენ და არის მეორე ნაწილი, ვინც მუშაობს სარეკლამო ტექსტებ და შინაარსობლივ ნაწილზე. კიდევ არიან ის ადამიანები, ვინც ქმნიან მუსიკას. ბოლოს კი ხდება დამზადებული რეკლამის განთავსება მედიასივრცეში. ეს ადამიანები ქმნიან იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორებში და გარე რეკლამაზე" - განაცხადა საქართველოს სარეკლამო სფეროს განვითარების ასოციაციის წევრმა.

მისივე თქმით: "შემოქმედება არის უმთავრესი და ყველაფრის განმსაზღვრელი. საქართველოში არის პროფესიონალიზმის ნაკლებობა. არ კმარა მხოლოდ კრეატიულობა, არამედ საჭიროა ასევე განათლება, რადგან მარკეტოლოგისთვის ეს აუცილებელია".

შეგახსენებთ, რომ გიორგი პოპიაშვილმა გააკეთა "რამიშვილების" კლიპის რეჟისურა და ასევე "ჯი პი აი ჰოლდინგის" სადაზღვეო რეკლამა "მისტერ რექსი".