ინტელექტ-რინგი
01 ივნისი, 2014
      ინტელექტ-რინგი ბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "მომავალ ეკონომისტთა სტუდენტურმა კლუბმა" ბიზნესსააზროვნო თამაში "ინტელექტ-რინგი" გამართა.

ერთმანეთს ოცი გუნდი ეჯიბრებოდა, მათ შემადგენლობაში, როგორც ილიაუნის ბიზნესსკოლის, ასევე თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შედიოდნენ. 

"ინტელექტ-რინგი" ბიზნესინტელექტუალური თამაშია, რომელშიც გაერთიანებულია "მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის" ოთხი პროექტი. აღნიშნული პროექტი ეძღვნება ორგანიზაციის დაბადების დღეს.

ინტელექ-რინგის კოორდინატორის ქეთი პატეის თქმით: "აღნიშნული პროექტის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა ბიზნესის სფეროში და გაზარდოს მათი ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩემი მოვალეობა მოცემულ პროექტში იყო გუნდების მონიტორინგი".