CERN ტექნიკურ უნივერსიტეტში
21 ოქტომბერი, 2014
CERN ტექნიკურ უნივერსიტეტში ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მოწვეული ექსპერტები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, კერძოდ, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

კონფერენციის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება მეცნიერებს შორის.

ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განვითარებას საქართველოში. ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლებელთა სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების შემუშავება და სხვ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის დაფუძნება, რაც ამავდროულად იქნება ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი.