ტრენინგი „ძალადობა ოჯახში“
10 ნოემბერი, 2014
ტრენინგი „ძალადობა ოჯახში“ ბეჭდვა FaceBook Twitter

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ტრენინგი სახელწოდებით "ძალადობა ოჯახში" ჩატარდა.


ტრენინგს უძღებოდა პროფესიული განვითარების აკადემიის დამფუძნებელი და სამართალმცოდნე გიგა ჭანტურია.

ტრენინგზე განიხილეს, თუ რა არის ოჯახში ძალადობა, რამდენი სახის შეიძლება იყოს და მსგავსი შემთხვევის დროს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ასევე, განიხილეს ოჯახში ძალადობის, როგორც ქართული, ისე უცხოური მაგალითები.

"ეს არის პროფესიული განვითარების აკადემიის ერთ-ერთი პროექტი. დღევანდელი თემაა ოჯახში ძალადობა. ეს თემა საქართველოში ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამგვარი დანაშაულის მაჩვენებელის შემცირებაზე. ამ ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ არამარტო სტუდენტებმა, არამედ, საზოგადობამ გაიგოს ოჯახში ძალადობის რისკ-ფაქტორებისა და გამოწვევი მიზეზების შესახებ. ოჯახში ძალადობის დროს შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ, როგორც მოძალადეები, ისე ძალადობის მსხვერპლნი. ამიტომ, როდესაც ამგვარი საფრთხე დადგება, უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ" - თქვა პროფესიული განვითარების აკადემიის დამფუძნებელმა და სამართალმცოდნემ გიგა ჭანტურიამ.

ტრენინგის მონაწილეები სამოტივაციო წერილის მეშვეობით შეარჩიეს. მას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მსმენელები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში.

"ძალიან მაინტერესებს რატომ ხდება და რა არის ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები. ჩავთვალე, რომ ეს თემა ძალიან პრობლემატურია საქართველოში, ამიტომაც გადავწყვიტე ამ ტრენინგზე დასწრება" - აღნიშნა სტუდენტმა მანანა ხუციშვილმა.

"როგორც მომავალი ჟურნალისტი მინდა გარკვეული ვიყო ამგვარ საკითხებში. ტრენინგით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტი აქტიურობა თუ იქნება, უკეთესია"- ამბობს სტუდენტი ირინა არჩვაძე.

ტრენინგი ერთდღიანი იყო, რაც ითვალისწინებდა, ამ თემის თეორიულ შესწავლას და ინფორმაციის მიწოდებას.