ვაკანსია "თავისუფალ ასოციაციაში"
12 ნოემბერი, 2014
ვაკანსია "თავისუფალ ასოციაციაში" ბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტი/სტაჟიორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • ჟურნალისტი/ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი (სასურველია)
  • გამართულად წერის უნარი
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (სასურველია)
  • ზრდილობიანი


სტაჟირება სამთვიანია და დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ახალგაზრდებს, რომლებიც გაივლიან კონკურსს და მოხვდებიან "თავისუფალი ასოციაციის" სტაჟირების ჯგუფში, პერიოდულად სხვადასხვა სფეროში ჩაუტარდებათ ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - freeassociation111@gmail.com. ბოლო ვადა 30 ნოემბერი.

გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და სოციალური ქსელის (ფეისბუქი) ლინკი და სკაიპის მისამართი.