"მფრინავი ქართველები" თსუ-ში
16 დეკემბერი, 2014
"მფრინავი ქართველები" თსუ-ში ბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში ანსამბლ „უნივერსიტეტისა“ და „უნივერსიტეტი ორის“ კონცერტი სახელწოდებით „მფრინავი ქართველები“ ჩატარდა.
ანსამბლის ქორეოგრაფის დავით კიკნაძის თქმით: „კონცერტი საანგარიშო ნაწილთან დაკავშირებით გაიმართა. მისივე განცხადებით, კონცერტში შეტანილია ახალი რეპერტუარი. ცეკვები: აფხაზური, მუხამბაზი, ყაზბეგური, ქალთა ხორუმი და სხვა.“

მოცეკვავე გიორგი წიკლაურის თქმით, მათ ხშირად აქვთ საჯარო გამოსვლა თსუ-ში.

კონცერტის დაწყებამდე სიგელებით დააჯილდოვეს კონკურს „ჯარისკაცის“ გამარჯვებულები: მერი ხვედელიძე და მარიამ ხუროშვილი.
დარბაზი სავსე იყო, მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს კონცერტს.

მაყურებელი ელენე ღუღუნიშვილი აღნიშნავს, რომ პირველად დაესწრო ანსამბლ „უნივერსიტეტის“ კონცერტს. აღფრთოვანებულია მათი პროფესიონალიზმითა და უსურვებს წარმატებებს.