თბილისის ჩემპიონატი სტუდენტურ დებატებში 2015
23 თებერვალი, 2015
თბილისის  ჩემპიონატი  სტუდენტურ დებატებში  2015 ბეჭდვა FaceBook Twitter
ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იწყება საგანმანათლებლო მედიაპროექტი: თბილისის ჩემპიონატი სტუდენტურ დებატებში 2015.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტების კარიერულ წინსვლასა და პროფესიული განვითარებას, მათთვის საჯარო გამოსვლებისა და დებატების უნარების განვითარებას, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.

ჩემპიონატში მონაწილეობენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და ახალი უმაღლესი სასწავლებელი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სახელით დარეგისტრირებულ სტუდენტურ გუნდებს 6 წევრის შემადგენლობით.

კონკურსის გზით შეირჩევა თითო გუნდი ყველა მონაწილე უნივერსიტეტიდან, რომელიც დებატებს გამართავს სატელევიზიო ფორმატში.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სასწავლო გაცნობითი ვიზიტით.

სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 25 თებერვლამდე "ახალგაზრდული პრესკლუბის" ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ypc.ge.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან: "ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი" და "თბილისის ახალგაზრდობის ცენტრი".