2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები
22 აპრილი, 2015
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები ბეჭდვა FaceBook Twitter
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი ცნობილია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები 9 ივლისს ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება. 

19 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის -  4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი - 12 500-ზე მეტი მსურველი. აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები: 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება. სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა.