მწვანე აკადემია ახალგაზრდებისთვის
24 მაისი, 2019
მწვანე აკადემია ახალგაზრდებისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
თუ გაღელვებს გარემო, რომელშიც ცხოვრობ და შენი ინტერესის სფეროა მწვანე პოლიტიკა, მაშინ ეს აკადემია შენთვისაა.

მწვანე აკადემიის მონაწილეებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი საშუალებას მისცემს გააგრძელონ მწვანე პოლიტიკის თემებზე მუშაობა მცირე კვლევების ან პროექტების განხორციელების გზით.

2019 წლის მწვანე აკადემია გაიმართება ბაზალეთზე, 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები:
  • საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-დან 32 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და ცხოვრობენ საქართველოში.
  • სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
  • პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევრებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ მწვანე პოლიტიკა და ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივიზმში.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 ივნისი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.