რუსთაველის მეტროში ახალგაზრდები სცემეს
20 ივნისი, 2019
რუსთაველის მეტროში ახალგაზრდები სცემეს ბეჭდვა FaceBook Twitter
რუსთაველის მეტროში ახალგაზრდა კაცებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოძალადეებში აგრესია საყურემ გამოიწვია. მათი წარმოდგენით "ქართველ ვაჟკაცს" საყურე არ შვენის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო, კითხავენ მოწმეებს. შესაძლოა, მოძალადეებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ.