ხელოვნება სიბნელეში
04 დეკემბერი, 2013
ხელოვნება სიბნელეში ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - "Batman".

გამოფენის ორგანიზატორები აკადემიის სტუდენტები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, დამთვალიერებლებისთვის უჩვეულო სივრცე შეექმნათ. საგამოფენო დარბაზი მთლიანად ჩაბნელებული იყო და ნახატების ნახვა მხოლოდ სპეციალური ფარნებით იყო შესაძლებელი. სიბნელე, ხმამაღალი მუსიკა - გარემო, სადაც შეგიძლია, ნახატის თითოეულ დეტალს ფარნით დააკვირდე და თავი მარტო იგრძნო.

გამოფენის მონაწილე მხატვრები ჯგუფის ""Art 801-901 room"" წევრები არიან. მათ არ სურდათ, საზოგადოებისთვის ჩვეულებრივი საგამოფენო სივრცე შეეთავაზებინათ, ამიტომ ა ხერხს მიმართეს.

"Batman"- ით დაიწყო სტუდენტური ჯგუფის ახალი პროექტები, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება.