საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12 დეკემბერი, 2013
საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა "ობოლ ბავშვთა ფონდისა" და სსუ-ს საქველმოქმედო კლუბის თანადგომით.

საღამო ნინო პაპიაშვილის გახსენებას მიეძღვნა, რომლის უშუალო მონაწილეობით გაიხსნა "ობოლ ბავშვთა ფონდი". ახალგაზრდა ნინო ტრაგიკულად გარდაიცვალა. 

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია, დღეს გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ ლომიშვილების ოჯახს. როცა ვნახე, რა გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობდნენ, დავუკავშირდი ნინო პაპიაშვილის სახელზე დაარსებულ "ობოლ ბავშვთა ფონდს". როგორც ხედავთ, პროექტი შედგა და ჩვენ შევძელით კიდევ ერთი სიკეთე გაგვეკეთებინა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის" - აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ხატია ხვილდიანმა.

აქცია-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: ანსამბლ "იმედის" წევრებმა, ნინოს ბავშვობის მეგობარმა ქეთი ორჯონიკიძემ და გოგა მესხმა. მათ დიდი ტკივილი გამოხატეს მეგობრის გარდაცვალების გამო და მოუწოდეს საზოგადოებას, დაეხმარნონ გაჭირვებულ ოჯახებს.

წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" მხარდაჭერით, ლომიშვილების ოჯახს გადაეცა ის წიგნები, რომლებიც ბავშვებს უნდოდათ.