„Rich art“
14 დეკემბერი, 2013
„Rich art“ ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო შეხვედრების სერია "Rich art"-ი.

მოიცავს შემოქმედებით საღამოებს ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებსა და ხელოვნებათმცოდნეებთან.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თუმანიშვილის თეატრის მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან გაიმართა. როგორც მსახიობი ღნიშნავს: ,,კარგია, როდესაც გეძლევა საშუალება, შენს ახალგაზრდა მეგობრებს გაუზიარო შენი გამოცდილება, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანის მისიაა, მეორე ადამიანს აჩუქოს თავისი განცდილი და ნაფიქრალი".

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მსახიობისგან პროფესიული რჩევები მიეღოთ.