თბილისის ქუჩის მუსიკა
21 მაისი, 2014
თბილისის ქუჩის მუსიკა ბეჭდვა FaceBook Twitter
ქუჩის მუსიკა ფენომენია, ქართული ქუჩის მუსიკა კი სრულიად სხვა განზომილება.

თბილისის ქუჩა ეს ის ადგილია, სადაც ერთდროულად აზიური, ევროპული და ამერიკული მუსიკა შეგიძლიათ, შეიგრძნოთ.

ახალგაზრდების უმეტესობა ბედნიერია იმით, რომ მათთვის უკრავენ, ნაწილი კი ვერც კი ამჩნევს, თუნდაც წვიმიან ამინდში დაჟანგული სიმებით მდგომარე მუსიკოსს, რომელიც ცდილობს, პოზიტივი აჩუქოს მოსიარულე საზოგადოებას.

ქუჩის მუსიკოსის აუდიტორია დიდი და მარავალფეროვანია. მათ უსმენენ ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ, წვიმასა თუ მზიან ამინდში, ისინი არიან მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროსადგურებში – იქ, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაურია. დიდ სცენაზე თუ არა, ქუჩასა და მიწისქვეშა გადასასვლელში ყველასთვის მოიძებნება ადგილი მათთვის, ვინც ქუჩის ხელოვნებას ემსახურება, ვისთვისაც იგი არსებობისა და ოცნების ერთადერთი საშუალებაა.