ახალგაზრდებისთვის სტუდენტური სესხის პირობები მიუღებელია
ახალგაზრდებისთვის სტუდენტური სესხის პირობები მიუღებელია ბეჭდვა FaceBook Twitter
"გამოუვალი სიტუაცია მქონდა, პირველივე კურსზე ვერ ვახერხებდი თანხის შეგროვებას, ამიტომაც გადავწყვიტე სტუდენტური სესხის აღება მესამე პირის სახელფასო ცნობის საშუალებით. თუმცა, სწავლის საფასური მთლიანად არ დამიფარეს, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგანაც სახელფასო ცნობა არ აღემატებოდა 300 ლარს. გარდა ამისა, ძალიან ძნელი იყო დარიცხული პროცენტების გადახდა 12 თვის მანძილზე. ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ საბანკო დაწესებულებებს, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გესახება, როცა გიჭირს, რითიც საბანკო დაწესებულებები სარგებლობენ კიდეც" - აღნიშნავს გორგასლის სასწავლო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ანა მალანია. მან პირველ კურსზე ისარგებლა საქართველოს ბანკის სტუდენტური სესხით.


სტუდენტები, რომლებსაც უსარგებლიათ სტუდენტური სესხით, უკმაყოფილებას გამოთქვამენ საპროცენტო განაკვეთის სიდიდისა და სახელფასო მოთხოვნის მოცულობასთან დაკავშირებით, თუმცა, უმრავლესობის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, როცა სასურველი განათლებისათვის დაუყოვნებლივ გესაჭიროება თანხა.

სტუდენტურ სესხთან შეხება ბაკალავრიატისა თუ მაგისტრატურის საფეხურის არაერთ სტუდენტს ჰქონია, ხოლო მათ, ვინც არ სარგებლობს ამ სესხით, მეტნაკლებად სმენია კიდეც, თუ რა სახის მომსახურება იგულისხმება.

მას, ვისაც სურს მიიღოს უმაღლესი განათლება ამა თუ იმ სფეროში და არ გააჩნია ამისათვის საკმარისი სახსრები, შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს საქართველოს რამდენიმე ბანკს, რომლებიც სთავაზობენ სტუდენტებს სწავლის თანხის დაფარვას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. ალბათ, ხშირად გაგჩენიათ შეკითხვა სტუდენტური სესხების საპროცენტო განაკვეთსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით.

"თიბისი ბანკში" სტუდენტური სესხის აღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს ბაკალავრიატის სწავლების დასაფინანსებლად. სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც უკვე არის 20 წლის, ან მის მშობელს, ნათესავს ან სხვა ნებისმიერ მესამე პირს.

საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობაა 4 წელი და 6 თვე, რაც საშუალებას გაძლევთ, დაასრულოთ სწავლა და აუჩქარებლად მოძებნოთ სამსახური.

"თიბისი ბანკის" გარდა სტუდენტებს სესხს ასევე სთავაზობს "ბაზისბანკი". ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად სესხის ვადა - 3 თვიდან 2 წლამდე; სესხის თანხა - სწავლის ღირებულების შესაბამისად (მაქსიმუმ 10.000 ლარი); საპროცენტო განაკვეთი - წლიური 18% –დან; საშეღავათო პერიოდი - მაქსიმუმ 1 წელი; სესხის უზრუნველყოფა - მინიმუმ 400 ლარის სტაბილური შემოსავლის მქონე 2 პირის თავდებობა.

მათ, რომლებიც უკვე ფლობენ ბაკალავრის ხარისხსა და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, "ლიბერთი ბანკი" და "რესპუბლიკა ბანკი" სთავაზობს სესხს მაგისტრატურის პროგრამაზე სწავლის დაფინანსებისთვის.

სესხის მიღება შესაძლებელია, თუ სწავლობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა, ჩამონათვალშიც გარკვეული შეზღუდვაა.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით ხდება აღნიშნული უნივერსიტეტების სიაში შეტანა, "რესპუბლიკა ბანკის" საკრედიტო განყოფილების თანამშრომლებმა განგვიმარტეს, რომ ეს უნივერსიტეტები გამოირჩევიან მაღალი ხარისხის ნდობით, ასევე მათ აქვთ დიდი გამოცდილება აკრედიტაციის მხრივ, შესაბამისად, მეტია მოთხოვნა და ნდობა აღნიშნული უნივერსიტეტებისადმი.

"ეს ერთადერთი გამოსავალია, როცა სასურველი განათლებისათვის დაუყოვნებლივ გესაჭიროება თანხა, მიუხედავად იმისა, რომ სესხის დაფარვა შემდგომ ძალიან უძნელდება ყველას. მე სამაგისტრო საფეხურის სწავლის დაფინანსება დამჭირდა. მთავარი პრობლემა კი გადასახადის გარდა, უნივერსიტეტების არჩევისას შემექმნა, რადგან ბანკები ზოგიერთი უნივერსიტეტის სწავლის საფასურს არ აფინანსებენ, შესაბამისად, სასურველი უნივერსიტეტი შევცვალე და იძულებული გავხდი საბანკო დაწესებულებების მიერ ჩამოთვლილი უნივერსიტეტებისათვის მიმენიჭებინა პრიორიტეტი. ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს შეზღუდული უნივერსიტეტების სია" - აღნიშნავს სტუდენტური სესხის ერთ-ერთი მომხმარებელი ანა ჯანაშია.

სესხის გამოყოფა ხდება უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვისაც.

ედო მჟავანაძე ამბობს, რომ ძალიან საიტერესოა მისთვის სესხის ეს სახე. დიდი სურვილი აქვს საფრანგეთში სწავლის გაგრძელების, და მისი თქმით, აუცილებლად ცდის სტუდენტურ სესხს დასახული მიზნის მისაღწევად.

უცხოეთში განათლების მიღების მსურველთათვის სტუდენტური სესხის გაცემა ვრცელდება Fინანციალ თიმეს-ისა და თჰე თიმეს-ის რეიტინგებში პირველ 50 ადგილზე გასული უნივერსიტეტების ბიზნესადმინისტრირებისა და ინჟინერია/ტექნოლოგიის დარგებზე.