ერთ-ერთ დეფინიციას თუ მოვიხმობთ, სუბკულტურა ეს არის კულტურული ქვეჯგუფი, რომელსაც გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას და მის ფარგლებში არსებობს.
ეს განსაზღვრება სუბკულტურათა არსებობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს გვეუბნება. სუბკულტურები განსხვავებული იმიჯითა და მსოფლმხედველობით გამოირჩევიან.
არატოლერანტული სოციუმი კი მათზე სტერეოტიპებს ქმნის.
გადაცემის პირველ ნაწილში სოციოლოგი გიგი თევზაძე და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე სუბკულტურათა მნიშვნელობაზე, მათ ჩამოყალიბებასა და ფორმირებაზე საუბრობენ.
მეორე ნაწილი მთლიანად მუსიკოსებს ეთმობა. ჩვენი სტუმრები არიან: ჯგუფის „მონოპლანი“ წევრი, ვალერი ხაჩიძე, ჯგუფი „Dark Matter” და მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე.
გადაცემაზე მუშაობდნენ: ქეთი გიგლემიანი, ელენე სამბელაშვილი, ნინო ხაბაძე, მაიკო დარსალია, მარი მაჭარაშვილი, ანა გიუნაშვილი, ანა ლიპარტია, ნინო შალამბერიძე. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.
ONLINE RADIO - LIVE