ფოტოამბები
სამედიცინო მომსახურება გალში
13 ნოემბერი, 2022
გალის რაიონში სულ 4 სამედიცინო ამბულატორიაა: ნაბაკევის, ოტობაიას, საბერიოს, ბარღებისა და სამედიცინო პუნქტი რეფში.
რკინიგზის სადგურები აფხაზეთში
10 ნოემბერი, 2022
დღეს სოხუმისა და ოჩამჩირის სადგურებზე მოგიყვებით, რომელთაგან მხოლოდ სოხუმის მუშაობს. სადგურიდან როგორც მატარებლები გადიან, ასევე, მსურველები ორსართულიანი ავტობუსებით რუსეთის სხვადასხვა ქალაქისკენ ხელსაყრელ ფასად მიემართებიან, ბილეთის ფასი 1000 რუბლიდან იწყება. ასევე, ამ სადგურზე აფხაზეთის საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსებიც ჩერდებიან.
დასასვენებელი ადგილი აზერბაიჯანში
05 ნოემბერი, 2022
საბჭოთა კავშირის დროს კასპიის ზღვის სანაპირო როგორც გამაჯანსაღებელი კურორტი ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც ყირიმის, სოჭისა და სოხუმის. თუმცა, კასპიის თბილი და მლაშე წყალი ოქროსფერი ქვიშის სანაპიროებით არანაკლებ სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა. დამოუკიდებლობის წლებში ზოგისთვის სანაპირო სარეკრეაციო ადგილი იყო, ზოგისთვის თავის გადასარჩენი.
ოსური ცეკვის რეპეტიცია
31 ოქტომბერი, 2022
ფოტოამბავში ოსური ეროვნული ცეკვის მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან ერთ-ერთის რეპეტიციაზე მოგიყვებით, ჯგუფები სამხრეთ ოსეთში მუშაობენ. ცეკვა როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები მოჭარბებული ენერგიისგან თავისუფლდებიან და დისციპლინას ეჩვევიან.
მონატრებული სახლი - აფხაზეთი
31 ოქტომბერი, 2022
ამ დღემდე აფხაზეთს მხოლოდ 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი სატელევიზიო ეთერებითა და მეგობრის მოგონებებიდან ვიცნობდი. ზოგჯერ წარმოვიდგენდი, ზაფხულის დილას მეგობართან ერთად მისი სახლიდან გადამწვანებულ ეზოში როგორ გამოვრბივართ, სადაც ბალახი შიშველ ფეხებს გვისველებს, შემდეგ ზღვისკენ ვეშვებით, ხის ხიდს გავდივართ, მზეს ვეფიცხებით და ზღვის ხმაურს ვუსმენთ...
მასწავლებლის დღე ახალგორში
21 ოქტომბერი, 2022
დაბა ახალგორში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც ქართველები, ისე ოსი ბავშვები. კონცერტი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary