რთველი რაჭულად
22 ოქტომბერი, 2021
"ბარაქა! მრავალს დაესწარი!" - ამ ფრაზას რაჭაში, თითქმის ყველა ვენახსა და ეზოში გაიგონებთ, რაც იმას გვანიშნებს, რომ რთველი დაიწყო.

ვენახების მწკრივებს მკრეფავები ამოსდგომიან, ცაზე ღრუბლის პატარა ქულებს თუ დაინახავთ, ტყეებს ოქროსფერი, ყავისფერი და წითელი ტონები აქვს შერეული და აღმართ-დაღმართებზე გაჭირვებით დადიან ძარიანი მანქანები.
დიოსკურიის ნანგრევები სოხუმში
18 ოქტომბერი, 2021

დიოსკურია ძველბერძნული ქალაქია, მრავალი საუკუნის წინ წყალში ჩაძირული. ნაშთის ნაწილს სოხუმის სანაპიროზე შემოხვდებით. დროდადრო სათევზაო გემებს თევზებთან ერთად სხვადასხვა სახის მრავალი საუკუნის წინანდელი ისტორიული არტეფაქტები ამოაქვთ, მაგრამ თვითონ ადგილი არ უკვლევიათ.

უმაღლესი განათლების უპერსპექტივობა აფხაზეთში
12 ოქტომბერი, 2021
მინდა აფხაზეთის უმაღლესი განათლების სისტემას გარედან შევხედო, დიდი სამყაროს გადმოსახედიდან. წარმოდგენა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს - პატარა, ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც შიდა ბაზარი არ აქვს, ახალგაზრდების მოტივაცია უმაღლესი განათლების მიღების დროს უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული თვითრეალიზაციასა და კარიერის აწყობასთან, ვიდრე იმედთთან ადგილობრივ გარემოში, სოციალურ იერარქიაში, ამა თუ იმ ადგილის დაკავების.
როგორი მდგომარეობაა აფხაზეთში უმაღლესი განთლების მიღების სფეროში? არის ორი უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა მენიუშიც ისეთივე სპეციალობებია, როგორებიც სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ.
უმაღლესი განათლების პრობლემები სომხეთში
11 ოქტომბერი, 2021
ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები? ამ კითხვას სომხეთში სამი წლიდან ბავშვებს ყველა ოჯახში უსვამენ. უფროსები ცნობისმოყვარე კითხვებით არ შემოიფარგლებიან და მთელ რიტუალს აწყობენ მას შემდეგ, რაც პატარებისთვის პირველი კბილების ამოსვლას იზეიმებენ.
განათლება და საზოგადოების დამოკიდებულება
07 ოქტომბერი, 2021

საზოგადოებაში კარგად ფეხმოკიდებულ, მის ქსოვილში კარგად გაჯერებულ ტენდენციებს ყოველთვის ირეკლავს ხელოვნების დარგები. შესაბამისად, თუ გადავხედავთ ქართულ საბჭოთა კინოს, ერთ-ერთ დომინანტურ თემად აღმოვაჩენთ ახალგაზრდებში განათლების მიღების ანომალიამდე მისულ პრობლემებს.

უმაღლესი განათლება ცხინვალში
06 ოქტომბერი, 2021
ახლა უკვე სწავლა სირცხვილი აღარაა. ცხინვალი იცვლება. 20-30 წლის წინანდელი სტანდარტების ჩანაცვლების შემდეგ ახალი და თანამედროვე ღირებულებები მკვიდრდება, მათ შორის არის განათლების მიღების პრესტიჟულობა. 90-იანი წლების სამხრეთ ოსეთში, როდესაც ძალა და ფული მართავდა არსებულ მდგომარეობას, სწავლა სირცხვილი იყო, განსაკუთრებით ბიჭებისთვის.






Carpet Cleaning Calgary