ძეგლისა და მისი ისტორიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ქარაუნჯი 7500 წლის წინ შეიქმნა. მთებს შუა, მდელოზე 300 ვერტიკალური მეგალითია აღმართული. ქვები განლაგებულია ორი რგოლის სახით. ცენტრში განთავსებული რგოლი 40 ქვისგან შედგება, რომლებიც ელიფსს ქმნიან. ყველაზე იდუმალი და საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ზოგიერთ ქვას მრგვალი ნახვრეტები აქვს, რაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სხვადასხვა მონაკვეთის დაკვირვების საშუალებას გაძლევთ. მსგავსი მოწყობიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ძველად ქარაუნჯი ობსერვატორია ან ტაძარი იყო, რომელიც მზეზე დაკვირვებისა და რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. მეცნიერების ვარაუდით, თავდაპირველად ასტრონომიის შესახებ ცოდნა მსოფლიოში სწორედ ამ ადგილიდან გავრცელდა. ასევე, დადგინდა, რომ ქვების განლაგება შემთხვევითი არ არის, გედის თანავარსკვლავედის ვარსკვლავების განლაგებას თითქმის ზედმიწევნით იმეორებენ. აღნიშნულ თანავარსკვლავედი ზეციურ სამყაროში შესასვლელ-გამოსასვლელად ითვლებოდა.
მიუხედავად ძეგლის წარმოშობის შესახებ დღემდე არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, უნდა ითქვას, რომ ქარაუნჯი სომხეთის იმ რაიონში მდებარეობს, სადაც ბუნება თავისი სილამაზით გამოირჩევა, რაც ტურისტების ყურადღებას იქცევს. ის ახალგაზრდების ინტერესის ობიექტიც გახდა. ამ იდუმალი ადილის მონახულებით ძალიან მძაფრ შთაბეჭდილებებს მიიღებთ, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა კულტურული ღირსშესანიშნაობები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.