27 მაისი, 2015
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
11 იანვარი, 2015
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
21 დეკემბერი, 2014
6 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ. დისკუსია ეხებოდა საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობას. საინტერესოა, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მოწყობა, რა პრობლემები გამოიკვეთა დისკუსიის ფარგლებში და რამდენად არის ხელმისაწვდომი საქართველოში უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის.
21 დეკემბერი, 2014
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ძალიან მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში უმაღესი განათლების მიღება სტუდენტებისთვის უფასო გახდებოდა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „უფასო განათლება“ არ არსებობს. მაშინ რა იგულისხმება „უფასო“ განათლებაში, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას და რამდენად რეალურია, საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო გახდეს სტუდენტებისთვის?
22 ნოემბერი, 2014
„ზოგადად, ქართული განათლების სისტემა არ მომწონს, თუმცა, ეროვნული გამოცდები აიძულებს ადამიანს ცოდნის მობილიზებას. გამოცდებისთვის ყველა საგანში ვემზადებოდი. შედარებით ნაკლებად უნარებში, რადგან უნარების სწავლა რთულია, ან იცი, ან არა“ - ამბობს ანა ჩხარჩხალია. მან წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარა.
25 ოქტომბერი, 2014
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება მეტად ძვირი სიამოვნებაა. შემეცნებისა და განვითარების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ხშირად უმრავლესობას ფინანსური რესურსები არ უწყობს ხელს. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არსებობს, მაგრამ განსაკუთრებულად მწვავე და აქტუალური განვითარებად ქვეყნებშია.
19 ოქტომბერი, 2014
სამხატვრო აკადემიაში დაპირისპირება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს. ამჯერად სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეება რექტორის არჩევის წესი გააპროტესტეს და შედეგების გაბათილება მოითხოვეს. დაპირისპირების საფუძველი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მომზადდა, როდესაც მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ და არსებულ სისტემას აპროტესტებდნენ.
29 ივნისი, 2014
ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამტვრეული მინები, საბჭოთა დროის ინვენტარით აღურვილი აუდიტორიები, რომელშიც ხშირად წვიმის წვეთების ხმასაც გაიგონებდით... ეს აგრარული უნივერსიტეტის ძველი სახეა, რომელიც მაშინდელ სტუდენტებს ყველაზე კარგად ახსოვთ.
29 ივნისი, 2014
„საგამოცდო ცენტრის მუშაობა არ არის გამართული, ხშირად ხელს უშლიან სტუდენტებს გამოცდის წერაში. ხმაურობენ, ლაპარაკობენ, ჩხუბობენ და ა.შ. ნუცუბიძეზე რომ ვიყავით, ბევრად უფრო გამართული იყო, თუმცა, ეგ თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი კი არა, აგრარულის საგამოცდო ცენტრია, ჩვენთან კარგად იყო ყველაფერი. აქ უფრო ბიუროკრატიული სისტემაა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი უნივერსიტეტია“ - აღნიშნა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი მარიამ მაყაშვილი.
25 ივნისი, 2014
თავისუფალი და აგარული უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსთან მოსახვედრად სტუდენტებს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. ეს დამოკიდებულია სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე.
უფრო კონკრეტულად, აღმაშენებლის ხეივნის გავლით შემდეგი ტრანსპორტი მოძრაობს - მიკროავტობუსი: 44 ნომერი ჭავჭავაძის გამზირიდან - ზაჰესის მიმართულებით, 51 - ქავთარაძის ქუჩიდან - თბილისი მოლის, 87 - მეტროსადგურ დიდუბედან - თბილისი მოლის, 116 - გლდანის VII-VIII მ/რ-დან - თბილისი მოლის და 117 - ვაზისუბნიდან, აგრეთვე, თბილისი მოლის მიმართულებით. ხოლო, ავტობუსი: 121 ნომერი მეტროსადგურ დიდუბედან - ზაჰესის მიმართულებით, 84 - სადგურის მოედნიდან - აღმაშენებლის ხეივნისა და 38 ნომერი - მეტრო დიდუბედან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის მიმართულებით.
14 ივნისი, 2014
იყო დრო, როდესაც თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი და უნივერსიტეტი პრაქტიკაზე გაგაგზავნიდა, აუცილებლად საუკეთესო სტუდენტი უნდა ყოფილიყავი. პრაქტიკა კი ძირითად შემთხვევაში ერთჯერადი იყო და დასაქმების შანსიც ნაკლებად იყო.