უფრო კონკრეტულად, აღმაშენებლის ხეივნის გავლით შემდეგი ტრანსპორტი მოძრაობს - მიკროავტობუსი: 44 ნომერი ჭავჭავაძის გამზირიდან - ზაჰესის მიმართულებით, 51 - ქავთარაძის ქუჩიდან - თბილისი მოლის, 87 - მეტროსადგურ დიდუბედან - თბილისი მოლის, 116 - გლდანის VII-VIII მ/რ-დან - თბილისი მოლის და 117 - ვაზისუბნიდან, აგრეთვე, თბილისი მოლის მიმართულებით. ხოლო, ავტობუსი: 121 ნომერი მეტროსადგურ დიდუბედან - ზაჰესის მიმართულებით, 84 - სადგურის მოედნიდან - აღმაშენებლის ხეივნისა და 38 ნომერი - მეტრო დიდუბედან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის მიმართულებით.
ჩამოთვლილი ნომრებიდან უნივერსიტეტის შენობასთან მხოლოდ 38 ნომერი ავტობუსი ჩერდება, რომელიც სტუდენტებს დიდუბეში ელოდება და დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით მოძრაობს.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის შენობამდე მხოლოდ 38 ნომერი დადის, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტში ქაოსი იქნება და ჯობია ისე იყოს, როგორც ახლაა: “ავტობუსების ოდენობა საკმარისია და შესაბამისად, ყოველ 8-10 წუთში ერთხელ დადიან. 38 ნომერის გარდა, სხვა არაფერი დადის, მაგრამ ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩვენი უნივერსიტეტის გავლითა და „კარფურის“ მიმართულებით ბევრი მიკროავტობუსია, რომლებითაც სწრაფად და კომფორტულად შეგვიძლია მოძრაობა“. როგორც ანი ამბობს, ადრე უნივერსიტეტამდე მიკროავტობუსებიც მოძრაობდა, თუმცა, ხაზი გაუქმდა: „იყო ტრანსპორტი, სამარშრუტო ტაქსიც და ავტობუსიც, მაგრამ ფასიდან გამომდინარე მიკროავტობუსებს არ უღირდათ ეგ ხაზი და სახელმწიფომ გააუქმა. შეცვლით არ ვიცი: თუ დიდ ავტობუსებს დავამატებდი, დრო გაიზრდებოდა და ბევრი სხვადასხვა ნომრის ავტობუსიც არ იქნებოდა კარგი, ვფიქრობ, უნივერსიტეტში სუნთქვა აღარ იქნება. იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის, საკმაოდ მოსახერხებელია”.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, ამჟამად უნივერსიტეტის მიმართულებით ექვსი 38 ნომერი ავტობუსი მოძრაობს, რაც მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით მოხდა. გარდა ამისა: “დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის მიმართულებით მოძრაობს დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამვლელი მარშრუტი: #121 მ/ს ,,დიდუბის" ქვედა სადგურიდან (4 ავტობუსი) და ნაწილობრივ (მხოლოდ ერთი მიმართულებით) ემსახურება #84 მარშრუტი (4 ავტობუსი)“.
თბილისის სატრანსპორო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მიხეილ ჭელიძის თქმით, ტრანსპორტის დამატება მათი კომპანიის კომპეტენციაში არ შედის: „მგზავრთა მომსახურების მიზნით კომპანია პერმანენტულად ახორციელებს ყველა არსებული (M3 კატეგორიის ავტობუსებისთვის) მარშრუტის მგზავრთა ნაკადის შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების გატარებას, ხოლო ახალი მარშრუტის დანიშვნისა და სატრანსპორტო სქემაში ცვლილებების გატარების საკითხები ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრეროგატივაა“.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენადაა დაინტერესებული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი, რაც მთავარია, მათთვის მოსახერხებელი მარშრუტი დაენიშნოთ. თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ: “ავტობუსი N38, რომელიც უშუალოდ უნივერსიტეტთან ამოდის, ზუსტად 7 წუთში ერთხელ გადის და მიდის მეტრო დიდუბესთან, საიდანაც ნებისმიერი სახის ტრანსპორტი მიდის თბილისის ყველა უბანში. გარდა ამისა, აღმაშენებლის ხეივანზე, კამპუსის წინ (საიდანაც უნივერსიტეტთან კიბე ამოდის და 2 წუთი სჭირდება ამოსვლას) დადის ორი (N121 და N84) ავტობუსი და ხუთი (N44, N51, N87, N116, N117) სამარშრუტო ტაქსი. ტრანსპორტის ეს რაოდენობა და ინტენსივობა ამ ეტაპზე აკმაყოფილებს სტუდენტთა გადაადგილებას. გარდა ამისა, ცოდნის ფონდმა შეაკეთა მიწისქვეშა გვირაბი, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები გზის მოპირდაპირე მხრიდან კომფორტულად გადმოდიან კამპუსში”.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი დგებუაძე საკუთარი ავტომობილით გადადგილდება და შესაბამისად, უნივერსიტეტში მოსახვედრად, არც რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა უწევს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სანამ აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადმოვიდოდნენ, მათ უფასო მიკროავტობუსები ემსახურებოდათ: „ის ფაქტი კი, რომ მეტრო ჩვენი უნივერსიტეტის ახლომდებარე ტერიტორიაზე არ არის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, სანამ აგრარულის შენობაში გადმოვიდოდით, „დელისის“ სადგურთან თავისუფალი უნივერსიტეტის უფასო სამარშრუტო ტაქსები იდგა ხოლმე, რომლებსაც უნივერსიტეტში გადაჰყავდა იქ შეკრებილი სტუდენტები. არ ვიცი, დღესაც ემსახურებიან თუ არა სტუდენტებს ეს მიკროავტობუსები“.
ლილი ყვავილაშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსი დახურა და თავიდანვე დიღმის კამპუსში მოუწია სწავლა. როგორც ის ამბობს, პრობლემა ის არ არის, რომ უნივერსიტეტი თითქმის ქალაქგარეთაა: „დიღომში რომ არის, ეგ პრობლემა ნაკლებადაა. დეცენტრალიზაციის ყველანაირი ფორმის მომხრე ვარ. ამას დამატებული, ვრცელი ტერიტორია პარკინგისთვის და ჯანსაღი გარემო. ტრანსპორტი კომფორტულია შეძლებისდაგვარად, თუმცა, ინტენსივობა ცოტა ართულებს საქმეს და უფრო დიდ ავტობუსს ვისურვებდი, რომელიც უფრო ხშირად შეასრულებდა ე.წ. „რეისებს“... და კიდევ: ეგებ მძღოლმა „გარისკოს“ და კონდიციონერი ჩართოს ხოლმე“.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის მარი თურმანიძის თქმით, ჩაბარების დროს კარგად იცოდა, რომ უნივერსიტეტი მოშორებით იყო, თუმცა, ამას დაბრკოლება არ შეუქმნია: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მგზავრობა უფრო კომფორტული იყოს და განსაკუთრებით სიცხეში უფრო მეტი ინტენსივობით მოძრაობდეს ტრანსპორტი, თუმცა, ვფიქრობ, საგანგაშო ამაში არაფერია, ან შეიძლება, მიჩვეულებიც ვართ უკვე“.