„აკადემია სტუდენტებსა და ლექტორებს“ - პროტესტი სამხატვრო აკადემიაში
19 ოქტომბერი, 2014
„აკადემია სტუდენტებსა და ლექტორებს“ - პროტესტი სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიაში დაპირისპირება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს. ამჯერად სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეება რექტორის არჩევის წესი გააპროტესტეს და შედეგების გაბათილება მოითხოვეს. დაპირისპირების საფუძველი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მომზადდა, როდესაც მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ და არსებულ სისტემას აპროტესტებდნენ.
სტუდენტები და ხელოვნებათმცოდნეები უნდობლობას უცხადებდნენ არჩვენებში ორი კანდიდატის მონაწილეობასაც. მათი განმარტებით, სასურველმა კანდიდატმა გია ეძგვერაძემ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. გარდა ამისა, სტუდენტები კიდევ ერთ დარღვევად აღიარებდნენ არჩევნების დაგეგმილი დროის 11 საათის ნაცვალდ, 9 საათზე ჩატარებას. სამხატვრო აკადემიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სტუდენტებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ წაყენებულ ბრალდებას. მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანისა და რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის ნანა იაშვილის განცხადებით: „აკადემია როგორც სახელოვნებო უნივერსიტეტი აღასრულებს ყველა იმ სამართლებრივ პუნქტს, რომელიც საუნივერსიტეტო კანონშია გათვლილი“.

„რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის თანამდებობა აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულება შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს. ცვლილება მიზნად ისახავს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას და გამჭირვალე კრიტერიუმების ჩამოყალიბებას“ - აღნიშნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.


არჩევნებში გია გუგუშვილის გამარჯვება 14 ოქტომბერს დადასტურდა, რის შემდეგაც, აკადემიის სტუდენტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. სტუდენტები გია გუგუშვილისა და ქალაქის მერის დავით ნარმანიას ნათესაურ კავშირზე მიუთითებდნენ.

„ნარმანიას წინასაარჩევნო კლიპებში ბატონი გია გუგუშვილი და მისი მეუღლე ქეთი მატაბელი მონაწილეობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ნათესავები არიან. ფაქტია, რაც არ უნდა გავაკეთოთ სტუდენტებმა და რაც არ უნდა მაღალ ეშელონებთან განვაცხადოთ, რომ აქ არაფერი ფუნქციონირებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დავით ნარმანიამ თქვა, რომ გია გუგუშვილი უნდა გახდეს რექტორი“ - განაცხადა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ნატა ნებიერიძემ.

სტუდენტებმა არჩევნებს არადამეკორატიული და არასამართლებრივი უწოდეს. მათივე განმარტებით, გია გუგუშვილი ვერ შეძლებს იმ ძირეული რეფორმების გატარებას, რაც აუცილებელია აკადემიისთვის. აქციის მონაწილეებმა, კიდევ ერთხელ, მხარი დაუჭირეს რექტორობის მსურველ ყოფილ კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფიძველზე არ მისცეს. მოგვიანებით დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მიზეზს სტუდენტების აკადემიის ტერიტორიაზე შესვლის მოთხოვნა წარმოადგენდა.

სტუდენტთა პროტესტის პარალელურად, ახლად არჩეული რექტორი სტუდენტებთან დიალოგზე მზადყოფნას გამოთქვამდა. „გასაგებია, რომ ყველას არ მოსწონს სწავლების ცენტრალური ხაზი და ახალი იდეა. ეს, რა თქმა უნდა, დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს; სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი. მიმდინარე პროტესტი გარკვეული ჯგუფების დაინტერესებას ჰგავს, რომლებიც სტუდენტების უკან არიან“ - განაცხადა სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა.

აქცია 15 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის ეზოში გაგრძელდა. როგორც აკადემიის სტუდენტები აცხადებდნენ, პროტესტის გამძაფრების მიზეზი გია გუგუშვილის მიერ ტრადიციის დარღვევა იყო. ახალმა რექტორმა უარი თქვა სასწავლო წლის პირველ დღეს სტუდენტებთან საჯაროდ მისალმებაზე. აკადემიის ეზოში საყვირებითა და საპროტესტო პლაკატებით შეკრებილმა სტუდენტებმა ყოფილი ლექტორის, ლუიზა ლაფერაძის სასწავლებელში დაბრუნებაც მოითხოვეს.

„ჩვენ მოვითხოვთ უნივერსიტეტში ლუიზა ლაფერაძის დაბრუნებას. ვცდილობთ, პირველკურსელებს დავანახოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც მათ ჰგონიათ,“ - განაცხადა სტუდენტმა გიორგი კარტოზიამ.
პროტესტი სტუდენტებისა და აკადემიის ყოფილი თანამშრომლების რექტორის კაბინეტში შეჭრით დამთავრდა. სტუდენტები ახალ რექტორს სამომავლო გეგმების გაცნობას სთხოვდნენ. ნახევარსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სტუდენტების თქმით, მათ რეალური პასუხი შეკითხვებზე ვერ მიიღეს. აკადემიის ახალი რექტორის განცხადებით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არა სტუდენტები, არამედ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი ინტერესები ამოძრავებდათ. „ლუიზა ლაფერაძე არავის არ გაუშვია აკადემიიდან, ის არ აიყვანეს“ - განაცხადა გია გუგუშვილმა.

სტუდენტები აქტიურობას სოციალურ ქსელში აგრძელებენ და სასურველი მიზნის მისაღწევად ახალ აქტივობებს გეგმავენ. მათ თანადგომას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „მწვანე მუშტის“ წევრებთან ერთად უცხადებენ. სამხატვრო აკადემიაში კი სასწავლო პროცესი გია გუგუშვილის რექტორობის ფონზე მიმდინარეობს.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary