თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა
29 ივნისი, 2014
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამტვრეული მინები, საბჭოთა დროის ინვენტარით აღურვილი აუდიტორიები, რომელშიც ხშირად წვიმის წვეთების ხმასაც გაიგონებდით... ეს აგრარული უნივერსიტეტის ძველი სახეა, რომელიც მაშინდელ სტუდენტებს ყველაზე კარგად ახსოვთ.

მას შემდეგ, რაც აგრარულ უნივერსიტეტში ცოდნის ფონდი გადავიდა, პირველ რიგში, მისი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. განახლდა აუდიტორიები, დერეფნები, სველი წერტილები, უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიები და რამდენიმე დაემატა კიდეც. საუბარია, როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო ლაბორატორიებზე. სასწავლო ლაბორატორიები, ძირითადად, 20-ადგილიანია და როგორც უნივერსიტეტში განგვიმარტეს, ის აბსოლუტურად ჰყოფნის სტუდენტთა (ჯგუფის წევრთა ) რაოდენობას.

მუშაობა განაახლა ვეტერინარული მედიცინის ინსტიტუტმა, სადაც ცხოველების დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და განკურნება ხდება, აქ იგულისხმება ქირურგიული ჩარევეაც. ასევე განახლდა მევენახეობა-მეღვინეობის ლაბორატორია, სადაც სტუდენტები სექტემბრიდან უკვე შეძლებენ მუშაობას და ვაზის მოვლიდან დაწყებული დეგუსტაციით დამთავრებული, მთელი რიგი პროცედურების შესწავლას.

აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადმოვიდა თავისუფალი უნივერსიტეტის კუთვნილებაში არსებული ლაბორატორიებიც, ასევე სასერტიფიკატო კურსებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.







უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს macs-ისა და რობოტიკიკის ლაბორატორიებიც, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი გამოგონებები რეალობად აქციონ. ერთ-ერთი ასეთი გამოგონებაა რობოტი სახელად ტატო, რომელიც მუდმივად დამუშავებისა და გაუმჯობესების პროცესშია.

აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა ასევე საქართველოს კულინარიის აკადემია, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. ის საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ითვალისწინებს:
• მზარეულის აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამებს
• მზარეულის სასრტიფიკატო პროფესიულ კურსებს
• მოყვარულ კულინართა კურსებს

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შესაბამისად მოეწყო უნივერსიტეტში არსებული ბიბლიოთეკაც, რომელიც მოიცავს 3 დარბაზს. პირველი დარბაზი არის განკუთვნილი სტუდენტების ჯგუფური სამუშაოებისთვის, მეორე დარბაზი - შედარებით ჩუმი, ხოლო მესამე დარბაზი - ინდივიდუალური, სადაც საუბარი აკრძალულია. სტუდენტს თავად შეუძლია, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი. როგორც ბექა კოკაიამ გვითხრა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გარდა სილაბუსით გათვალისწინებული ყველა წიგნისა, გარეშე ლიტერატურაც მოიპოვება.

უნივერსიტეტში მოწყობილია რამდენიმე შიდა და გარე რეკრეაციული ზონა. შიდა რეკრეაციულ ზონებში განთავსებულია კომპიუტერები, რომლითაც ნებისმერ სტუდენტს შეუძლია სარგებლობა.

უნივრსიტეტის შენობაშია განთავსებული სატრენაჟორო დარბაზიც, რომელსაც ემსახურება 3 მწვრთნელი. ტრენაჟორებით სარგებლობა, როგორც სტუდენტებს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეუძლიათ და მათთვის ინსტრუქტორების მომსახურებაც უფასოა.

უნივერსიტეტის ბოლო სართულზე განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, სადაც 200 სტუდენტისთვის განკუთვნილი ადგილია. აქვეა სველი წერტილები იმისთვის, რომ სტუდენტს გარეთ გასვლა არ დასჭირდეს.

სტდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა street art-ის ჯგუფი, სადაც სწავლა და საკუთარი ნიჭის განვითარება აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

როგორც პიარმენეჯერმა ბექა კოკაიამ განგვიმარტა, ცოდნის ფონდს აგრარული უნივერსიტეტის განვითარებისთვის გეგმით 8 მილონი ლარის ვალდებულება ჰქონდა აღებული, თუმცა, ვალდებულებას გადააჭარბა და 11 მილიონამდე თანხა დაიხარჯა.
გიორგი ძიძიკაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია, როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული წინსვლა განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვისაა შესამჩნევი, ვინც აგრარულში ცოდნის ფონდის გადასვლამდე სწავლობდა: „შესანიშნავი გარემოა შექმნილი სტუდენტებისთვის, ალბათ, ეს გარემო შეუმჩნეველიც შეიძლება იყოს იმ სტუდენტებისთვის, ვინც 2011-2012 წლებში ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოესწრო ძველი და ახალი აგრარულის სახეს, მათთვის ცვლილებები ენით აუწერელია. გარემო, რომელიც სტუდენტებს ,,აიძულებს" იყვნენ სწავლაზე ორიენტირებულნი, სტუდენტებს საშუალება აქვთ, შესვენების მომენტი გამოიყენონ პიროვნული განვითარებისთვის, არის ბიბლიოთეკა, სამუშაო კომპიუტერები, რომლის სიმრავლეც არამარტო ბიბლიოთეკას, არამედ მთლიანად შენობას მოიცავს და სტუდენტებსაც საშუალებას აძლევს ჯგუფური სამუშაოების შესასრულებლად თავი იგრძნონ სრულ კომფორტში“.

გიორგისგან განსხვავებით, აგრარული უნივერსიტეტის ძველი იერსახე არ უნახავს ლეიკო ცანავას, თუმცა, გადმოცემით ბევრი სმენია: „მეორე კურსზე ვარ, არ მოვსწრებივარ ძველ პირობებს, მაგრამ, როგორც ვიცი, შედარებაც არ შეიძლება იმიტომ, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტითაა აღდგენილი და, ძირითადად, პრაქტიკული სამუშაოები ტარდება“.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary