სოციალური ქსელების გავლენა სომხეთში
09 მარტი, 2022
სოციალური ქსელების გავლენა სომხეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"სოციალური ქსელების პირველი წესია, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება. თუ არ შეიცვლება, ესეც საზოგადოების სურვილია,"-ამბობს კამი ჰეისი, პიარისა და სოციალური ქსელების სტრატეგიის სპეციალისტი.
სოციალური ქსელები თანამედროვე საზოგადოებაში კამათის საგანია. ზოგი ფიქრობს, რომ სოციალური მედია რეალურ ცხოვრებაში ადამიანურ ურთიერთობებს ანგრევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ წყალობაა კაცობრიობისთვის. სოციალური ქსელები ადამიანურ ურთიერთობებს უფრო მოსახერხებელსა და ეფექტურს ხდის, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაშია, გლობალიზაციაც უფრო რეალურია, ინტრავერტებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება აქვთ, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებზე დადებითად მოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა საქმიანია თუ სოციალური. მაშ ასე, როგორც ზემოხსენებული ავტორი თვლის, სოციალური ქსელები იქამდე იქნება აქტუალური, სანამ ადამიანებს ინტერაქცია სურთ.

სოციალური ქსელების პირველი დიდი ტალღა ჩემს ქვეყანაში რუსული პოპულარული პლატფორმით დაიწყო. ეს იყო სოციალური მედიის პრიმიტიული სახეობა, უბრალოდ გვერდი ურთიერთობისა და სკოლელების, უნივერსიტეტელების, კოლეგების მოსაძებნად. თვითგამოხატვისა და რეალიზაციისთვის ძალიან მცირე შესაძლებლობა ჰქონდა, ამიტომ ის უფრო განვითარებული პლატფორმით სწრაფად ჩაანაცვლეს. თავიდან ფეისბუკი მხოლოდ ადამიანების გარკვეული წრისთვის იყო ცნობილი, რომლებიც უცხოეთში მყოფ მეგობრებთან ურთიერთობდნენ, ან ამ პლატფორმის შესახებ სხვადასხვა ინტერნეტკლუბისგან ინფორმაცია ჰქონდათ. ძალიან მალე ისეთი პოპულარული გახდა, რომ ადამიანები იმიტომ უერთდებოდნენ, მეგობრებისთვის ფეხი აეწყოთ.

წლებთან ერთად ფეისბუკი პირადი ურთიერთობის საშუალებიდან პოლიტიკურ პლატფორმად იქცა, შემდეგ კი ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტად. რამდენადაც სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამისა და განვითარების შესაძლებლობა შეზღუდულია, სოციალური ქსელები დამწყები მეწარმეებისთვის ყველაზე მოსახერხებელ და მარტივად ხელმისაწვდომ პლატფორმად იქცა. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა ინტრუმენტი, სოციალური მედიის გამოყენება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებითაც ხდება. ზოგჯერ სოციალური ქსელები შეიძლება ყალბი ამბების გავრცელების წყაროდ იქცეს, გახდეს სივრცე, სადაც ადამიანებს ჩაგრავენ და ა.შ. ეს კარგად გვაჩვენებს მედიაწიგნიერება რამდენად დაბალ საფეხურზეა, ყალბი ამბები კი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნამდვილად სახიფათო იყოს. ამას გარდა, ფეისბუკი სომხეთში მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურ არენად ითვლება. ზოგჯერ ახალი ამბები იმდენად დამთრგუნველი და პოლიტიზებულია, რომ ანგარიშის გაუქმების სურვილიც გიჩნდება.

სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ურთიერთობა, სამუშაო დღის წესრიგი და ინფორმაციის მიღების წყარო მეტწილად შეცვალა. საზოგადოებრივი ურთიერთობი, წიგნიერება, ბიზნესი და მარკეტინგი, ურთიერთობა, პოლიტიკა და კულტურა - ეს არის საკვანძო სფეროები, რომლებზეც საყოველთაო შფოთვა სოციალური მედიაში ზემოქმედებს. მიუხედავად მრავალმხრივი უპირატესობისა, სოციალური ქსელების გამოყენებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ეთიკის ძირითადი პრინციპები არ უგულებელვყოთ. როგორც ზემოთ დავწერე, სოციალური ქსელები კაცობრიობის გამოგონებაა ადამიანების ხელში და თუ როგორ გამოიყენებენ, მათი გადასაწყვეტია.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სოციალური ქსელები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary