სოხუმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო რესტორანი "ნართაა", რომელიც გურმანებს აფხაზურ სამზარეულოს სთავაზობს, მოჰაჯირების სანაპიროზე მდებარეობს. სახელწოდება ძველ კავკასიურ ეპოსს უკავშირდება, ნართების თავგადასავალს.
საბჭოთა დროს რესტორანს სტუმრობდა ვლადიმერ ვისოცკი, იყო ფაზილ ისკანდერის გამორჩეულად საყვარელი ადგილი შეხვედრებისთვის.
მიუხედავად რამდენიმე რეკონსტრუქციისა, შენობის ფასადიც და ინტერიერიც დღემდე უცვლელია. რესტორანს სანაპიროზე დიდი ადგილი უკავია, გაკეთებულია ტრადიციული აფხაზური საცხოვრებლის სტილში.
2-სართულიანი შენობის გარდა "ნართაას" მაგიდები განთავსებულია ქუჩაშიც, ზღვა რესტორანთან ძალიან ახლოსაა, ზუსტად ორ ნაბიჯში. მეორე სართულზე, ვერანდაზე ჯდომისას თავს ისე გრძნობ, როგორც სანაპიროზე.
"ნართაა" იდეალურია მეგობრებსა და ოჯახთან ერთად სასადილოდ, თქვენ გულუხვად და გემრიელად გაგიმასპინძლდებიან.
Nartaa Restaurant is one of Sokhumi's iconic landmarks, situated on Mohajiri Beach and offering gourmet Abkhazian cuisine. The name "Nartaa" is inspired by the ancient Caucasian epic, the Nart Saga.
During Soviet times, this restaurant was frequented by notable figures like Vladimir Vysotsky and was a favorite meeting spot for the celebrated writer Fazil Iskander.
Despite undergoing several reconstructions, both the facade and interior of Nartaa remain unchanged, preserving its traditional Abkhaz residence style.
The restaurant, occupying a substantial area on the beach, features tables both inside its two-story building and outside, just two steps away from the sea. Dining on the second-floor veranda gives the sense of being right on the beach.
Nartaa is the perfect place for a meal with friends and family, offering a generous and delicious welcoming atmosphere.