„ფესტივარი" - საზაფხულო ფესტივალი სომხეთში
26 ივლისი, 2024
„ფესტივარი" - საზაფხულო ფესტივალი სომხეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ფესტივარი" - ამ ფესტივალზე არის მუსიკა, საკვები და ტარდება ყოველ ჯერზე ახალ ქალაქში, რომელიც შეგიძლიათ, შეისწავლოთ. ფესტივალი გთავაზობთ შაბათ-კვირის გატარებას სასიამოვნო გარემოში, კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებას, ადგილობრივი პროდუქციის ბაზრობას და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცნობილი არტისტების საკონცერტო პროგრამით დატკბობა.

27 ივლისს ვარდანანცის მოედანზე, გიუმრში, მაყურებლის წინაშე სომხეთის დამსახურებული არტისტი ტატა წარდგება. 10 აგვისტოს იჯევანში დაგეგმილია სომხურ-ქართული დიდი პროგრამა, 24 აგვისტოს კი ეღეგნაძორში კონცერტის მთავარი სტუმარი იქნება "ლადანივა", რომელმაც სომხეთი "ევროვიზიაზე" წარადგინა.

ფესტივალი მეორედ ტარდება სომხეთის განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საზოგადოებრივ ტელევიზიასთან თანამშრომლობით.

გასული წლის გამოცდილებამ ანახა, რამდენად პოპულარულია ეს ფესტივალი. სამ ქალაქში 50 000 ადამიანი ესწრებოდა. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ფესტივალი ყოველწლიური გამხდარიყო. ქალაქების შერჩევის დროს გადაწყვიტეს, რომ ჩაერთოთ ისეთი ადგილებიც, სადაც მაღალი ტურისტული აქტივობა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხარისხიან მუსიკასა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფესტივალის ეს ფორმატი სომხეთის ახლებურად წარმოჩენის საშუალებას იძლევა.

ორგანიზატორები თითოეული ქალაქისთვის ბეჭდავენ სამენოვან ბროშურებს, რომლებიც სტუმრებსა და ტურისტებს კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ მოუყვება. ფესტივალი ამ ქალაქებს ეკონომიკურად ააქტიურებს, რადგან ტურისტების დიდი რაოდენობა ჩამოდის, ასევე ეწყობა ადგილობრივი პროდუქციის დიდი ბაზრობა. "ფესტივარის" დროს სასტუმროები და საოჯახო სახლები გადავსებულია, სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობა ჯავშნის ოთახებს.


ფესტივარი - საზაფხულო ფესტივალი სომხეთში
-

„Festivar" is a dynamic festival that brings together music, food, and culture, each time in a different city, offering attendees a chance to explore new locales. This festival promises a delightful weekend filled with pleasant environments, cultural sights, local markets, and concerts by renowned artists.

On July 27, Tata, the Honored Artist of Armenia, will perform at Vardanantsi Square in Gyumri. Following this, on August 10, a grand Armenian-Georgian program is planned in Ijevan, and on August 24 in Yeghegnadzor, the festival will feature Ladaniva, who represented Armenia at Eurovision.

Now in its second year, Festivar is supported by the Ministry of Education, Science, Culture, and Sports of Armenia in cooperation with Public Television. Last year's festival saw an impressive turnout of 50,000 people across three cities, prompting the decision to make it an annual event. The chosen locations are strategically selected to boost tourism, presenting Armenia in a new light.

For each city, the organizers print trilingual brochures that inform visitors about cultural attractions. The festival significantly boosts local economies, drawing large crowds and creating a thriving market for local products. Hotels and family homes are fully booked, witnessing an unprecedented influx of guests.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary