ახალგაზრდების დასაქმება და მათი უფლებები
15 იანვარი, 2015
ახალგაზრდების დასაქმება და მათი უფლებები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
15 იანვარს ონლაინრადიო "ახალგაზრდული თავისუფლების" მთავარი თემა იყო “ახალგაზრდების დასაქმება და მათი უფლებები“.
დასაქმების პრობლემები ახალგაზრდებში აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ისინი უკმაყოფილონი არიან სტაჟირების პროგრამებით და ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან.

ალტერნატივის არქონის გამო, მათთვის არაკომფორტულ გარემოში აგრძელებენ საქმიანობას. დამსაქმებლები ახალგაზრდებს დამატებით მოვალეობებს აკისრებენ.

შრომის კოდექსში ხარვეზები დღემდე რჩება. გადაცემის პირველ ნაწილში შრომით ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. მეორე ნაწილი კი, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებს დავუთმეთ.

ჩვენი სტუმარი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნონა ქურდოვანიძე, ასევე, ორგანიზაცია „ESN Tbilisi ISU”, “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“ და „ახალგაზრდული პრესკლუბი“.





გადაცემაზე მუშაობდნენ: ქეთი გიგლემიანი, მარი მაჭარაშვილი, მაიკო დარსალია, ნინო ხაბაძე, ანა გიუნაშვილი, ელენე სამბელაშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს ხელმძღვანელობს მარიამ ჯავახიშვილი. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary