აზარტული თამაშები, სოციალური ქსელი და ახალგაზრდები
22 იანვარი, 2015
აზარტული თამაშები, სოციალური ქსელი და ახალგაზრდები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
22 იანვარს რადიო" ახალგაზრდული თავისუფალების" დღის მთავარ გადაცემაში განიხილეს აზარტულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე ადამიანების დამოკიდებულება. როგორც ცნობილია, საქართველოში აზარტული თამაშების მოყვარულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სამწუხაროა, ის ფაქტიც, რომ უმეტესობა გამდიდრების მცდელობის გამო საკმაოდ ბევრ თანხას, ემოციებსა და ნერვებს ხარჯავს. აღსანიშნავია, ისიც, რომ დიდია პროცენტული მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც სწორედ აზარტული თამაშებისგან სასოწარკვეთილნი საკუთარ სიცოცხლეს საკუთარი ხელითვე ასრულებენ.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, როგორიცაა facebook, twitter, Instagram და ასე შემდეგ, მეცნიერები ტინეიჯერების დაავადებასაც უწოდებენ. თუმცა, ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ გვერდებზე ზრდასრული ადამიანებიც დიდ დროს ატარებენ და საკმაოდ დამოკიდებულებიც ხდებიან მათზე.

ყოველდღიური გზავნილები, ფოტოები თუ სიახლეები აღვივებს მათ ცნობისმოყვარეობას და იწვევს სურვილს იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი გაიგონ (თუნდაც, იმის შესახებ, რაც სრულიად არ ეხება მათ), რასაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო მიაქვს.






გადაცემაზე მუშაობდნენ: ნინუცა გოგაძე, ნინი ლომაშვილი, ნინი ჯავახიშვილი და მირანდა შეყრილაძე. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მეგი ესებუა ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE










Carpet Cleaning Calgary