2 თებერვლის დღის მთავარი გადაცემის თემა "დამწყები დიზაინერები" იყო. სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა თინა კლდიაშვილმა ისაუბრა, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტის სწავლების მეთოდებსა და მათ კურსდამთვერებულებზე ისაუბრა. ასევე გაეცნობით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, მომავალ დიზაინერებს: გვანცა ლაზარაშვილსა და მარი ქემოკლიძეს. გადაცემის მეორე ბლოკში გაიცნობთ co.mode-ის დამფუძნებლებსა და დიზაინერებს: მარიამ ონიანსა და ნინო უგრეხელიძეს, ხოლო გადაცემის მესამე ბლოკში, მოისმენთ უკვე შემდგარი და წარმატებული დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის შეფასებას მოდის ინდუსტრიასა და დამწყებ დიზაინერებზე.
გადაცემაზე მუშაობდნენ: თიკო ფოცხვერაძე, თაკო მულაძე. ჯგუფს „თავისუფალი ასოციაციიდან“ ნინი ქეთელაური ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.
ONLINE RADIO - LIVE