სპორტის განვითარება საქართველოში - წარმატებები და პრობლემები
09 თებერვალი, 2015
სპორტის განვითარება საქართველოში - წარმატებები და პრობლემები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
9 თებერვალს ონლაინრადიო,,ახალგაზრდული თავისუფლების" მთავარი თემა იყო “სპორტის განვითარება საქართველოში - წარმატებები და პრობლემები“.
სპორტული ცხოვრების დაწყებაზე ყველა ახალგაზრდას უფიქრია. ერთი მხრივ, საჭიროა მონდომება, ნებისყოფა, დროის და ენერგიის ხარჯვა, მეორე მხრივ კი - პირობების არსებობა.

სავარჯიშო პირობები და შესაბამისი ანაზღაურება, სპორტსმენების წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა რეგიონებში, რას ფიქრობს მოსახლეობა, როგორ ვითარდება სპორტის სახეობები. ჩავწერეთ სპორტსმენები და პარა-სპორტსმენები, რომლებმაც საკუთარ მიღწევაზე, სავარჯიშო პირობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გავესაუბრეთ სხვადასხვა რეგიონის სპორტული სკოლების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი ნუგზარ კანდელაკი და ბატონი ვასილ ლიპარტელიანი.






გადაცემაზე მუშაობდნენ: ელენა სამბელაშვილი, მაიკო დარსალია, ნინო ხაბაძე, მარი მაჭარაშვილი, ანა გიუნაშვილი, ანა ლიპარტია. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს ხელმძღვანელობს მარიამ ჯავახიშვილი.თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.








Carpet Cleaning Calgary