პლასტიკურ ქირურგიას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევის წარმატებული და წარუმატებელი შედეგიც ხშირად გვინახავს.
ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ოპერაციის გაკეთება, საკუთარ ე.წ. სელფებს ფოტოშოპს ანდობს, ზოგჯერ გადამეტებულადაც.
ზოგისთვის გადამეტებული ბოტოქსი, ზოგისთვის ზომიერი, ზოგისთვის ფოტოშოპი, ზოგისთვისაც ბუნებრივობაა მისაღები. როგორია ალექსანდრე კუზანოვისთვის სილამაზის სტანდარტი და რა რჩევებს აძლევს პროფესიონალი პლასტიკური ქირურგი ახალგაზრდებს, მოუსმინეთ ჩვენს გადაცემაში.
ახალგაზრდა, რომელმაც პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს, ასევე, გავიგებთ როგორ და სად სწავლობენ მომავალი პლასტიკური ქირურგები საკუთარ პროფესიას.
გადაცემაზე მუშაობდნენ: ელენა სამბელაშვილი, ნინა ხაბაძე, ქეთი გიგლემიანი, მაკო დარსალია, მარი მაჭარაშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.
ONLINE RADIO - LIVE