ეთნიკური ჯგუფები - მათი კულტურა და ფოლკლორი
26 მარტი, 2015
ეთნიკური ჯგუფები - მათი კულტურა და ფოლკლორი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
26 მარტს ონლაინრადიო „ახალგაზრდული თავისუფლების“ მთავარი თემა „ეთნიკური ჯგუფები - მათი კულტურა და ფოლკლორი“ იყო.

ჩვენთვის ნაცნობი და ახლობელია ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერა და ქორეოგრაფია. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღწერის ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16, 2 % - ს ეროვნული უმცირესობები შეადგენენ. საინტერესოა, რამდენად კარგად იცნობს ქართული საზოგადოება ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების ფოლკლორს.

რადიო „ახალგაზრდული თავისუფლების“ სტუმრები იყვნენ ქართული ტრიო „აკორდი“, ასევე, აზერბაიჯანული ანსამბლის „ჯეირანი“ ხელმძღვანელი ჯეირან კურბანოვა და ქორეოგრაფი ნაირა ფაშაევა.



გადაცემა შეაჯამა პროფესორმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან შოშიაშვილმა.

გადაცემაზე მუშაობდნენ: ნინა ხაბაძე, მარი მაჭარაშვილი, ელენა სამბელაშვილი, ანა გიუნაშვილი, მაკო დარსალია. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary