"ნეხვი" ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობაში
17 აპრილი, 2015
"ნეხვი" ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ერთ ფაქტზე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ უმაღლესი განათლების სისტემის წრეებში დიდი განხილვის საგანი იყო.
ამ საკითხს ჩვეენი ორგანიზაციის ვებჟურნალიც გამოეხმაურა სტატიით, რომელიც ჟურნალისტმა ხატია ზურებიანმა მოამზადა. ფაქტი ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც ფილოლოგიის ფაკულტეტის ლექტორმა ინგა მილორავამ სტუდენტების მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები გამოიყენა, სტუდენტებმა კი პროტესტი ცარიელ აუდიტორიაში სკამებზე გაკრული, მათ მიმართ გამოყენებული სიტყვებით გააფორმეს. დღეს ამ თემაზე საუბარს ორივე მხარე თავს არიდებს. ჩვენ კი ჩვენი მხრივ ვეცადეთ თქვენთვის აღნიშნული თემა ზოგად კონტექსტში შემოგთავაზოთ და განვიხილოთ სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი.

ლექტორი, უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელიც აკადემიური ხარისხის ცოდნასთან ერთად აღჭურვილი უნდა იყოს მთელი რიგი ღირსებებით, რათა მან შეძლოს სწორი მიმართულებით მომავალი თაობის აღზრდა. ეს ჩვენი სუბიექტური პოზიციაა, ხოლო იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს სტუდენტთა ჯგუფი და ლექტორის უფლება-მოვალეობების მაკონტროლებელი სტრუქტურა, გადაცემის მომზადებისას ვესაუბრეთ სტუდენტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს დარეჯან გარდავაძეს და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილეს თამარ ტუფინაშვილს.





გადაცემაზე მუშაობდნენ: ნინი ჯავახიშვილი, ნინი ლომაშვილი, ნინუცა გოგაძე და მირანდა შეყრილაძე. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მეგი ესებუა ხელმძღვანელობს.

ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary