დაჩქარებული წესით მიღებული კანონი - ცხოველთა უფლებების დაცვა თუ კერძო ინტერესები?
20 აპრილი, 2015
დაჩქარებული წესით მიღებული კანონი - ცხოველთა უფლებების დაცვა თუ კერძო ინტერესები? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
20 აპრილის ონლაინრადიო „ახალგაზრდული თავისუფლების“ მთავარი თემაა „დაჩქარებული წესით მიღებული კანონი - ცხოველთა უფლებების დაცვა თუ კერძო ინტერესები?“
გადავწყვიტეთ, გადაცემაში ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა.

ადამიანების მხრიდან ცხოველთა მიმართ არაჰუმანური ქმედებების გახსენებაც არ გაგვიჭირდება. თუმცა, ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი დაადგინა. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა 4 აპრილს მასშტაბური აქციით კანონპროექტი გააპროტესტეს და საკრებულოს წინ განმეორებითაც შეიკრიბნენ. ცხოველთა უფლებადამცველები კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე რეკომენდაციებს გასცემდნენ, თუმცა, მათი პოზიცია საკრებულომ არ გაითვალისწინა.

გადაცემაში მოისმენთ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოზიციას. გაიგებთ, მათი აზრით, რატომ არის ეს კანონი ცხოველთა წინააღმდეგ მიმართული. რა კავშირია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და კანონის დაჩქარებული წესით მიღებას შორის.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ რეგულაციები საჭიროა უპასუხისმგებლო პატრონებისთვის. ხშირად პატრონი სათანადოდ ვერ უვლის შინაურ ცხოველს და არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი სწორედ მისი გადაწყვეტილებით ხვდება ქუჩაში. ცხოველთა მოვლა-პატრონობასა და ჰიგიენაზე ვეტერინარ არტურ ლაგოვსკის გავესაუბრეთ.






გადაცემაზე მუშაობდნენ: მაკო დარსალია, ნინა ხაბაძე, მარი მაჭარაშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary