გადაცემა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს დაეთმობა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იქნება საინტერესო. რადგან დღესდღეობით ბევრი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი იქმნება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გრანტების მოძიებით, რაც მათ ეხმარება იდეების და ინიციატივების განხორციელებაში.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და აფინანსებს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფონდი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.
დავინტერესდით, რა იციან ახალგაზრდებმა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის შესახებ. მათი აზრით, ფონდის საქმიანობა როგორი იდეების წახალისებას უნდა ემსახურებოდეს და თავად თუ ჰქონიათ ამ სახელმწიფო ინსტიტუციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
გადაცემის სტუმარია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი. ინტერვიუდან გაიგებთ, წელს რა პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული ფონდის მიერ, როგორი პროექტების დაფინანსება მოხდება. ზოგადად, როგორ შეგიძლიათ საპროექტო განაცხადის შეტანა, ვის უნდა მიმართოთ. ასევე, ვისაც უკვე აქვს ამ დაწესებულებასთან თანამშრომლობის გამოცდილება, ალბათ, დააინტერესებს, რა სიახლეები იგეგმება 2015 წელს და ვინ გაუწევს მონიტორინგს პროექტების მიმდინარეობას. უკვე განხორციელებული პროექტებიდან, რომელი აღმოჩნდა წარმატებული და რომელმა არ გაამართლა.
გადაცემაზე მუშაობდნენ: ანა გიუნაშვილი, ელენა სამბელაშვილი, ქეთი გიგლემიანი.ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მარიამ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.
ONLINE RADIO - LIVE ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და აფინანსებს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფონდი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.