კვირეულის ფარგლებში ოცმა დიზაინერმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინა. წელს, თბილისის მოდის კვირეულში პერფორმანსებითა და ჩვენებებით, კასტინგის შედეგად შერჩეული, სხვადასხვა მოდელისგან შემდგარი სამი ჯგუფი მონაწილეობდა.
უცხოური მედია თბილისის მოდის კვირეულს აქტიურად აშუქებდა. მოდის კრიტიკოსებმა წლევანდელი კვირეული დადებითად შეაფასეს და მის ფარგლებში აღმოჩენილი ახალბედა დიზაინერები გამოყვეს.
ტრადიციულად ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი გაიმართა, რომელშიც თორმეტი დამწყები მოდელიორი მონაწილეობდა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა აუდიტორიას. ჟიურის გადაწყვეტილებით კი გამარჯვებულად სალი ფანგანი დასახელდა, რომელთან ინტერვიუსაც მოისმენთ.
გადაცემა 27 აპრილს 21 საათზე გავა.
გადაცემაზე მუშაობდნენ „წიგნის მეგობრების“ ახალგაზრდები: ნინო ივანიშვილი, ელენე ტურაშვილი, ნინო გეგენავა, კახი მალანია, ნიკა ბუსქანძე, ნინო ტაბაღუა. ჯგუფს „თავისუფალი ასოციაციიდან “ მარიამ ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.
ONLINE RADIO - LIVE