ჟურნალისტები კონფლიქტურ რეგიონებში
04 მაისი, 2015
ჟურნალისტები კონფლიქტურ რეგიონებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
“სანამ გძინავთ, შეიძლება დაგბომბონ, მოგიტაცონ, გაგაუპატიურონ, გცემონ, დაგაპატიმრონ, ან მოგკლან. ასეთია კონფლიქტის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების ცხოვრება”, - წერს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფისთვის” ჟურნალისტი ალექს კრაუფორდი. ჟურნალისტების წყალობით, რომლებიც კონფლიქტის თემაზე მუშაობენ,  საზოგადოება თავადაც ხდება ადგილობრივების ცხოვრებისა და პრობლემების მონაწილე. კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა ყველაზე უკეთ იციან მშვიდობის ფასი. ეს მათი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც არ აქვთ შეცდომის დაშვების უფლება. ომში ერთი შეცდომა სიცოცხლის ფასია.

2008 წელს ცხელი წერტილებიდან საზოგადოებას ახალ ამბებს ათობით ჟურნალისტი აწვდიდა, თუმცა, 3 მათგანისთვის ცხელი აგვისტოს დღეებში მომზადებული რეპორტაჟები უკანასკნელი აღმოჩნდა. ფოტორეპორტიორი საშა კლიმჩუკი, ჰოლანდიელი ოპერატორი სტანს სტორიმანსი, ტელეკომპანია "ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი გიგა ჩიხლაძე.




გადაცემაში მოგიყვებით ჟურნალისტიკაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიაზე და გაგაცნობთ 2008 წლის ომში დაღუპულ ჟურნალისტ გიგა ჩიხლაძეს.




ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary